Реклама
» როგორ მივხვდეთ, რა აკლია მცენარეს და როგორ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები

როგორ მივხვდეთ, რა აკლია მცენარეს და როგორ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები

ყვავილები ნორმალურად იზრდებიან და ვითარდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ სათანადო პირობები შექმნილი. სინათლე, სითბო კვება - აი, ეს 3 ძირითადი მოთხოვნა მათგან... მათი ზრდის და განვითარების პერიოდში მათ ეს მოთხოვნა სხვადასხვანაირად უნდა დაუკმაყოფილოთ... წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ავადდებიან...

როგორ მივხვდეთ და როგორ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები. უამრავი კითხვა გვიჩნდებადა ვუპასუხოთ მათ.


თუ... მცენარეს აკლია ან სინათლე ან საერთოდ არა აქვს, მაშინ...

მცენარის ფოთლები უფერულდება და გრძელდება. ასეთი მცენარის კიდევ ცალკე დაფესვიანება კი მოგვცემს მხოლოდ უკვე დაავადებულ ნერგს (დაფესვიანდება, რა თქმა უნდა). მაგალითად, ჩრდილისმოყვარულ მარანტას თუ

შუქი აკლია ან საერთოდ არა აქვს, 6 საათის განმავლობაში მაინც, მისი ფოთლები ყვითლდება და ცვივა. ასევე განიცდის ასპარაგუსი - ფოთლები ყვითლდება და სცვივა.
სინათლეს დიდი მნიშვნელობა აქვს ყვავილების ნორმალურად განვითარებაში.
დაუშვებელია მცენარის დამუშავება ფუნგიციდებით ან ფოთლების აბაზანა მზის შუქზე. ეს იწვევს მის ფოთლებზე ლაქების გაჩენას და დაწვას. ამიტომ თუ მცენარეს აქვს მიღებული შხაპი, აუცილებლად უნდა დაველოდოთ მის შეშრობას ფოთლებზე და ამის შემდეგ შეგვიძლია გავიტანოთ მზის ნათელ შუქზე.


თუ მცენარეს აკლია აზოტი...

მისი ფოთლები ნახევრად ყვითლდება, აჩერებს ზრდას, ყვავილობა აქვს მეჩხერი ან საერთოდ არა აქვს, ეზრდება ნელა, წვრილი ფოთლები.


თუ მცენარეს აკლია კალიუმი...

მაშინ მცენარეს უხმება ან უყვითლდება ფოთლის კიდეები, ფოთლები იხვევა ქვემოთ, იღრიცება ღერო.
თუ მცენარეს აკლია ფოსფორი...

მის ფოთლებზე ჩნდება მოწითალო მოყავისფრო ლაქები. ღეროები წვრილდება და ზრდაში ჩერდება, იხრება, ფოთლები სანამ პატარაა, სცვივა...

თუ მცენარეს აკლია მადნიუმი - მისი ძირითადი ღერო რჩება მწვანე და დანარჩენი ფოთოლი ყვითლდება და სცვივა..

თუ მცენარეს აკლია რკინა - მის ფოთლებზე ჩნდება ღია და მუქი ყვითელი ლაქები (ქლოროზი), რაც ღარიბ ნიადაგთანაა დაკავშირებული, ღერო რჩება მწვანე მხოლოდ.

ვარდებს და სხვა მცენარეებს თუ აკლიათ ბორიუმი - მათი ახალი ფოთლები იქნება ღია ყვითელი...და სუსტი...
თუ აკლია მცენარეებს სითბო...
10 გრადუსზე დაბლა მყოფ სითბოს მოყვარულ მცენარეებს უჩნდებათ სიდამპლე, ფოთლებზე უჩნდებათ ლაქები ყვითლიდან მოყავისფრომდე.
ბოლქვიან მცენარეებს თუ ჩავრგავთ ღია გრუნტში შედარებით ადრე, ვიდრე მიწა გათბება, ზამთრის შემდეგ მათი ბოლქვები ჩერებენ ზრდას. მათი ყვავილები სუსტია და მეჩხერი (გიაცინტები, პრიმულები), ბოლქვი რჩება პატარა და მიწის ზემოთა ნაწილი გრძელდება, ანუ უსწრებს ბოლქვის განვითარებას. ტიტების ჩანასახები ამ დროს შეიძლება დაიღუპოს. ფესვთა სისტემა განიცდის ლპობას და იღუპება..
ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ნიადაგის სითბო, განსაკუთრებით ბოლქვების შემთხვევაში...
ეს უნდა მოხდეს ან სათბურში და შემდეგ მოხდეს ღია გრუნტში გადატანა... ან უნდა დაველოდოთ მიწის გათბობას 15 გრადუს ტემპერატურამდე
როგორ მივხვდეთ, რა აკლია მცენარეს და როგორ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომებიროგორ მივხვდეთ, რა აკლია მცენარეს და როგორ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები
როგორ მივხვდეთ, რა აკლია მცენარეს და როგორ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები
როგორ მივხვდეთ, რა აკლია მცენარეს და როგორ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები
როგორ მივხვდეთ, რა აკლია მცენარეს და როგორ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები
როგორ მივხვდეთ, რა აკლია მცენარეს და როგორ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომებიскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 8-08-2018, 15:19
ნანახია: 283
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама