Реклама
» » იტალიური ლიქიორი “ლიმონჩელო”

იტალიური ლიქიორი “ლიმონჩელო”

ლიმონჩელოს მოსამზადებლად საჭიროა ლიმნის ცედრა (თეთრი ნაწილის გარეშე, რომელიც სასმელს უსიამოვნო მწარე გემოს სძენს), მარცვლეულის ალკოჰოლი (არაყი) და უბრალო სიროფი. შესაძლებელია სხვა ციტრუსის ცედრის დამატებაც.
რაც შეეხება სიროფს. სიტკბო გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ან მოაკლოთ. ზოგი ლიმონჩელოს ზაფხულში საყინულეში ინახავს, რადგან ალკოჰოლიანი მიქსტურა ბოლომდე არ იყინება, ზამთარში კი ასეთი “უკიდურესი ზომების” მიღება საჭირო არ არის
ინგრედიენტები:
15 ლიმონის ცედრა;
2 ფორთოხლის ცედრა;
1 ლ ხორბლის არაყი დანამატების გარეშე;
4 ჭიქა შაქარი (შეგიძლიათ მოაკლოთ ან დაუმატოთ, გემოვნების მიხედვით);
4 ჭიქა წყალი.
მომზადება:
ლიმონსა და ფორთოხალს ფრთხილად მოათალეთ ცედრა და ჩაყარეთ ფართო თავსახურიან ბოთლში. დაასხით ალკოჰოლი. დაახურეთ ბოთლს თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას ათი დღის ან 2 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გადაწურეთ მიღებული მიქსტურა წმინდა საწურით და დააბრუნეთ სითხე ბოთლში.
მოამზადეთ სიროფი: ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, ჩაასხით წყალი და ადუღეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. დროდადრო ურიეთ. გააგრილეთ სიროფი ოთახის ტემპერატურაზე, შეურიეთ ლიმონის მიქსტურას და კარგად აურიეთ. შეამოწმეთ სიტკბო და შეინახეთ მაცივარში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიმონჩელო მომზადებიდან ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ!

იტალიური ლიქიორი “ლიმონჩელო”
იტალიური ლიქიორი “ლიმონჩელო”
იტალიური ლიქიორი “ლიმონჩელო”скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 5-01-2018, 19:02
ნანახია: 406
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама