Реклама
» » ბადრიჯანი ბოსტნეულის გულსართით (კულინარია, რეცეპტები)

ბადრიჯანი ბოსტნეულის გულსართით (კულინარია, რეცეპტები)

შემადგენლობა:
2 საშუალო ზომის ბადრიჯანი
2 საშუალო ან 1 დიდი ხახვი
4 კბილი ნიორი
პომიდორი 400გრ ცოცხალი ან კონსერვის
მწვანილი გემოვნებით
ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ბადრიჯანს წავაჭრათ თავი და ბოლო, დავჭრათ სიგრძეზე თხლათ, როგორც ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადების დროს ვჭრით.
მოაყარეთ მარილი და დატოვეთ დაახლოებით 15 წთ.
ხახვი, ნიორი, პომიდორი ერთად მოშუშეთ, მოაყარეთ მარილი და მწვანილი.
ბადრიჯნის ნაჭრები გარეცხეთ, გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, ორივე მხრიდან წაუსვით ზეთი, მარილი, პილპილი და შეწვით უცხიმოდ ტაფაზე ან ღუმელში 1-2 წუთის მანძილზე.
ყველა ნაჭერს წავუსვათ გულსართი და გადავახვით რულეტისებურად, გამოვაცხოთ ღუმელში 15 წუთის მანძილზე.
გემრიელი და ჯანსაღი კერძი მზად არის...
ბადრიჯანი ბოსტნეულის გულსართით (კულინარია, რეცეპტები)ბადრიჯანი ბოსტნეულის გულსართით (კულინარია, რეცეპტები)скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 22-07-2017, 11:36
ნანახია: 889
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама