Реклама
» » შემწვარი ყაბაყი ნიგვზით (კულინარია, რეცეპტები)

შემწვარი ყაბაყი ნიგვზით (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები
1 კგ. ყაბაყი
400 გრ. ნიგოზი
50 გრ. ქინძი
50 გრ. ოხრახუში
1 თავი საშუალო ხახვი
3 კბილი ნიორი
2 ცალი მწვანე მწარე წიწაკა
3

4
ჩ/კ ქინძის სუნელი
3

4
ჩ/კ ყვითელი ყვავილი
1

2
ჩ/კ უცხო სუნელი
1 ჩ/კ წითელი წიწაკა (ან გემოვნებით)
10 ჩ/კ მცენარეული ზეთი შესაწვავად
50 მლ. ადუღებული გაგრილებული წყალი
3 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი
მარილი გემოვნებით
--------------------------------------
1
ყაბაყი 1 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დააწყვეთ დაჭრილი ყაბაყი. დააფარეთ და წვით საშუალო ტემპერატურაზე. როცა ერთ მხარეზე შეიწვება გადმოაბრუნეთ და მეორე მხარეს დაუფარებლად წვით. შეწვით დარჩენილი ყაბაყიც.
2
შემწვარი ყაბაყი თასში გადაიტანეთ და გააგრილეთ.
3
ნიორი და ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ერთად გაატარეთ და საშუალო თასში მოათავსეთ. დაჭერით ხახვი, ქინძი და ოხრახუში. დაჭერით მწვანე წიწაკა(სურვილისამებრ) და თასში გადაიტანეთ.
4
დაუმატეთ ქინძის სუნელი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა და მარილი. შეურიეთ 50 მლ ადუღებული გაგრილებული წყალი და 3 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი. კარგად აურიეთ.
: შემწვარი ყაბაყი ნიგვზის საკმაზის თასში გადაიტანეთ და კარგად აურიეთ. მიირთვით ცივი.
: შემწვარი ყაბაყის თითოეულ ნაჭერზე გადაიტანეთ მიღებული ნიგვზის საკმაზი. მიირთვით ცივი.
შემწვარი ყაბაყი ნიგვზით  (კულინარია, რეცეპტები)
შემწვარი ყაბაყი ნიგვზით  (კულინარია, რეცეპტები)скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 24-07-2017, 23:14
ნანახია: 459
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама