Реклама
» » სწრაფი ფხვიერი ცომი /swrafi fxvieri comi (კულინარია, რეცეპტები)

სწრაფი ფხვიერი ცომი /swrafi fxvieri comi (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ფქვილი 150 გ
კარაქი 75 გ
კვერცხის გული 1 ცალი
მწიკვი მარილი
ცივი წყალი 3 ს/კ

მომზადების წესი:

ფქვილი და მწიკვი მარილი არიეთ, დაუმატეთ ცივი კარაქი და აკეპეთ დანით ან ხელებით.

ზილეთ იმდენ ხანს, სანამ ქვიშასავით მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ კვერცხის გული და 2 ს/კ ყინულიანი წყალი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, თუ ძალიან სქელი გამოგივიდათ, დაუმატეთ კიდევ ცოტა წყალი.

გააკეთეთ ცომისგან გუნდა, შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედეთ 30 წუთი მაცივარში.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე ნებისმიერი გულსართით. ამ ცომით გამოდის საუკეთესო ხილის ტარტები, ან მარილიანი ღვეზელები.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 22-09-2016, 18:27
ნანახია: 5 626
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама