Реклама
» » შოკოლადისა და ნიგვზის კექსი/shokoladis da nigvzis keqsi (კულინარია, რეცეპტები)

შოკოლადისა და ნიგვზის კექსი/shokoladis da nigvzis keqsi (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
კარაქი 125 გ
შაქრის პუდრა 200 გ
ფქვილი 150 გ
დაფქული ნიგოზი 100 გ
კვერცხი 3 ცალი
რძე 40 მლ
კაკაო 20 გ
გამაფხვიერებელი 5 გ
ლიმონის ცედრა 1 ჩ/კ

მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. გახეხეთ ცედრა. დაფქვით ნიგოზი.
მიქსერით ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა ერთგვაროვანი, კრემისებური მასის მიღებამდე. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი.
გაცერით ფქვილი და შეურით გამაფხვიერებელი. ნელ-ნელა შეაზილეთ ცომს.
გაყავით ცომი 2 თანაბარ ნაწილად.
რძეში გახსენით კაკაოს ფხვნილი. დაუმატეთ ცომის ერთ ნაწილს. მეორე ნაწილს შეურიეთ დაფქული ნიგოზი და ლიმონის ცედრა.
კექსის ფორმას წაუსვით კარაქი. ჩაასხით მასში ჯერ 2 ს/კ შოკოლადის ც ომი, შემდეგ ნიგვზიანი... ასე განაგრძეთ, სანამ ცომის ორივე ნაწილი არ გათავდება.
ბოლოს აურიეთ ჩანგლის ყურით, რათა მიიღოთ მარმარილოსებრი ორნამენტი.
დაუკელით ღუმელს 180 გრადუსამდე და შედგით კექსი საშუალო თაროზე.
აცხვეთ 1 საათი და 10 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. თუ კექსი თავზე დაიბრაწა, ხოლო გული კვლავ სველი აქვს, დააფარეთ თავზე ფოლგა და განაგრძეთ ცხობა.
გამომცხვარი კექსი გააგრილეთ 5 წუთით ფორმაშივე, შემდეგ გადმოიღეთ ცხაურზე და ბოლომდე გააცივეთ.
გემრიელად მიირთვითскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 22-09-2016, 20:09
ნანახია: 4 220
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама