Реклама
» » ქადა ფორთოხლის ცედრით /qada fortoxlis cedrit (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ქადა ფორთოხლის ცედრით /qada fortoxlis cedrit (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ცომი:
კარაქი ან მარგარინი 250 გ
ფქვილი 2 ჭიქა
არაყი 1 ჩ/კ
ძმარი 2 ჩ/კ
კვერცხის გული 1 ცალი
ზეთი 2 ს/კ
ცივი წყალი ცოტაოდენი
მარილი 1/3 ჩ/კ
გულსართისთვის:
კარაქი 100-125 გ
ფქვილი 1-1,5 ჭიქა
ფორთოხლის ცედრა 1 ს/კ
შაქარი გემოვნებით
მწიკვი მარილი
კვერცხის გული 1 ცალი ზემოდან წასასმელად

მომზადება
კარაქი და ფქვილი ავკეპოთ. დავუმატოთ კვერცხის გული და კიდევ ავკეპოთ. ჭიქაში ჩავასხათ ზეთი, ძმარი და არაყი, დავუმატოთ მარილი და ნახევრამდე გავავსოთ ცივი წყლით. სითხე ვასხათ კარაქისა და ფქვილის მასას და ავკეპოთ, მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ, დავკეცოთ კონვერტივით და ეს პროცედურა 2-ჯერ გავიმეოროთ. ცომი ჩავდოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში.
კარაქი გავადნოთ ტაფაზე, დავუმატოთ ფქვილი და ვურიოთ.
მოხალული ფქვილის მასა შევაგრილოთ, შევურიოთ ფორთოხლის ცედრა, მარილი და შაქარი. ცომი გავყოთ ორად, თხლად გავაბრტყელოთ, ზედ გადავანაწილოთ გულსართი და რულეტივით გადავახვიოთ. წავუსვათ კვერცხის გული და დავჭრათ. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 4 856
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული