Реклама
» » ვაშლის ფუნთუშები /vashlis funtushebi (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ვაშლის ფუნთუშები /vashlis funtushebi (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ფქვილი 500 გ
არაჟანი 100 გ
კვერცხი 3 ცალი
კარაქი 200 გ
შაქარი 150 გ
კვერცხის გული 1 ცალი
გამაფხვიერებელი 10 გ
ვანილი
ვაშლი 5 ცალი

მომზადება:
ვანილი აურიეთ 130 გ შაქარში, დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, გამაფხვიერებელი და გაცრილი ფქვილი. გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ მასას. მოზილეთ ცომი, გაახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთი.
ამასობაში გაფცქვენით ვაშლი, გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გულები.
გააკათეთ ცომისგან ძეხვი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. თითოეული გააბრტყელეთ, შუაში ჩაუდეთ ვაშლის ნაჭერი, მოაყარეთ შაქარი და მოუკარით თავი.
დაალაგეთ ფუნთუშები ღუმელის ფირფიტაზე და წაუსვით ათქვფეილი კვერცხის გული.
აცხვეთ 20 წუთი 190 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 1 388
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული