Загрузка...

Реклама
» » ფუნთუშები ნაღებში /funtushebi nagebshi (კულინარია, რეცეპტები)
loading...

ფუნთუშები ნაღებში /funtushebi nagebshi (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ცომი:
რძე 0,5 ჭიქა
ფქვილი 400 გ
შაქარი 100 გ
კარაქი 50 გ
საფუარი 1 დესერტის კოვზი
მწიკვი მარილი
ვანილის შაქარი 10 გ
კონიაკი 2 ჩ/კ
კვერცხი 1 ცალი + 1 კვერცხის გული
ცალკე
ნაღები 200 მლ
შაქრის პუდრა 2 ს/კ + 2-3 ს/კ მოსაყრელად
რძე 1 ს/კ + 1 კვერცხის გული - ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი:

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და 10 წუთით გავაჩეროთ. ცალკე გავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შაქარი, შევათქვიფოთ კვერცხის გული და კვერცხი. საფუვრის მასას ავურიოთ გათქვეფილი კვერცხის მასა, შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები, მოვზილოთ ნაზი ცომი, რომელიც ოდნავ ეკრობა ხელს და დავდგათ ასაფუებლად.
ნაღები და შაქრის პუდრი ავთქვიფოთ და მოვათავსოთ მაღალგვერდებიან ფორმაში. ცომი დავყოთ 16 გუნდად და ჩავალაგოთ ნაღებჩასხმულ ფორმაში. გუნდები ერთმანეთისგან ოდნავ დავაშოროთ, ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გულისა და რძის ნარევი, გავაჩეროთ კიდევ 30 წუთით და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით. მზა ფუნთუშებს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 566
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული