Загрузка...

Реклама
» » საფუარიანი ცომის ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი რეცეპტი
Загрузка...

საფუარიანი ცომის ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი რეცეპტი

ინგრედიენტები:

რძე – 2 ჭ.
მარგარინი – 200 გრ.
ზეთი (სუნის გარეშე) – 3 ს. კ.
მშრალი საფუარი – 2 ჩ. კ.
გამაფხვიერებელი – 1 ჩ. კ. ან სოდა 0, 5 ჩ. კ.
შაქარი – 2 ს. კ.
მარილი – 1 ჩ. კ.
კვერცხი – 2 ც. + 1 ც. კვერცხის გული, გადასასმელად
ფქვილი – 6 –7 ჭ. (250 გრ)
ვანილინი – 0, 7 გრ.

გულსართი:

ნებისმიერი შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო გემრიელია ღვეზელი სიტკბოს გარეშე.
რჩევა:

ფქვილი გაცერით, რომ მკვრივი ნაერთები დაიშალოს და ჰაერით გამდიდრდეს. გაცრის შედეგად, ცომი უფრო ჰაეროვანი და ფუმფულა იქნება.
ფქვილის რაოდენობა, მის ხარისხზე არის დამოკიდებული. საუკეთესოდ ითვლება ფქვილი, რომელიც დიდი რაოდენობით გლუტენს (წებოვანა) შეიცავს. ამიტომ არ არის რეცეპტში, ფქვილის ზუსტი რაოდენობა მითითებული.

მომზადება:
1. გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე.
2. თბილ რძეში გახსენით საფუარი > დაამატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი, თბილი მარგარინი > ყველაფერი კარგად აურიეთ.
3. ფქვილი შუაზე გაყავით > ერთ ნაწილს გამაფხვიერებელი ან სოდა შეურიეთ (მშრალი სახით) > ეს ფქვილი შეურიეთ თხევად მასას და კარგად მოურიეთ > დაამატეთ 2 ს. კ. ზეთი და კარგად შეაზილეთ > დარჩენილი ფქვილი ნაწი-ნაწილ დაამატეთ.
ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი და ელასტიური. იმ შემთხვევაში, თუ ცომი წებოვანი იქნება და ხელებზე მიგეკვრებათ, 1 ს. კ. ზეთი დაამატეთ და კიდევ ერთხელ მოზილეთ.
4. გადააფარეთ ცომს სამზარეულოს აპკი ან ტილო და გააჩერეთ 30-40 წუთი
5. თუ ცომი ამოვიდა და გულსართი ჯერ მზად არ არის, ცომი უნდა ჩაზილოთ და ისევ აპკი გადააფაროთ.
6. როდესაც ყველაფერი მზად იქნება, ცხობის დაწყებაც შეიძლება: დაყავით ცომი პატარა გუნდებად > გააბრტყელეთ თითოეული მათგანი, ზემოდან გულსართი მოათავსეთ და გადაახვიეთ, სურვილის შესაბამისად > დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე.
7. როდესაც ღვეზელი გაფუვდება, ცოტა რძეში ან წყალში გახსნილი ვანილინიანი კვერცხის გული გადაუსვით ზემოდან. ღვეზელი უფრო ლამაზი რომ იყოს, მეორედაც გადაუსვით კვერცხის გულიანი ნაზავი.
8. გამოაცხეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.
თუ ღვეზელი ზემოდან გაწითლდა და ძირი თეთრი აქვს, საცხობი ქაღალდი გადააფარეთ. ასე ის ზემოდან არ დაიწვება, ხოლო ძირი, კარგად გამოცხვება.
 საფუარიანი ცომის ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი რეცეპტი საფუარიანი ცომის ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი რეცეპტი საფუარიანი ცომის ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი რეცეპტიскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 1 508
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული