Реклама
» » ფენოვანი ცომი 10 წუთში
Загрузка...
loading...

ფენოვანი ცომი 10 წუთში

ამ ცომის მომზადება ძალიან მარტივია, შეიძლება, 10 წუთიც კი არ იყოს საჭირო
ამასთან, ფენების გაკეთება საჭირო არ არის. გარდა ამისა, ის კარგად ინახება მაცივარში, რამდენიმე დღის მანძილზე, პოლიეთილენის პარკით ან სამზარეულოს აპკით (საყინულეში, უფრო დიდი ხნით).
ქვემოთ მოცემული ინგრედიენტებით, გამოდის 4 თუნუქის ფირფიტის ხელა ფენა.

ინგრედიენტები:

მარგარინი (ოთახის ტემპერატურის) — 200 გრ.
კვერცხის გული — 1 ცალი
არაჟანი — 100 მლ.
მარილი — 1 გრ. (1 მწიკვი)
ფქვილი — 500 გრ.

მომზადება:

1. თასში მოათავსეთ ფქვილი > შეურიეთ მარილი > დაჭერით მარგარინი პატარა ნაწილებად (ძალიან პატარა) > ფქვილში ისე ჩაყარეთ და მსუბუქად ამოავლეთ, რომ ეს ნაწილები, ერთმანეთს არ მიეწებოს (ამ პროცესზე არის დამოკიდებული, ფენოვანი ცომის ხარისხი. რაც უფრო წვრილად დაჭრით მარგარინს და კარგად ამოავლებთ ფქვილში, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ, ცხობის შემდეგ).
2. ხელით შეურიეთ ერთმანეთს მარგარინი და ფქვილი. იქამდე ზილეთ, ვიდრე ფხვიერ მასას არ მიიღებთ.
3. დაამატეთ კვერცხის გული და არაჟანი > მოზილეთ ცომი ხელით, იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. თუ ცომი წებოვანი იქნება, დაამატეთ ფქვილი.
შედეთ ცომი მაცივარში, ცხობამდე 20-30 წთ-ით (შეგიძლიათ ერთ დღეს ცომი მოამზადოთ, მეორე დღეს, გამოაცხოთ).
4. მოამზადეთ გულსართი. მაგ., მოხარშული კრემი. გულსართად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ “ნუტელა", ნებისმიერი შოკოლადის კრემი ან თუნდაც, მხოლოდ შოკოლადის ფილა.
5. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან ნაწილ-ნაწილ. იმდენი, რამდენსაც იმ მომენტში გააბრტყელებთ და დაჭრით.
.
6. თუნუქის ფირფიტაზე ფქვილი მოაფიფქეთ > დააწყეთ ნამცხვრები > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 14 494
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული