Загрузка...

Реклама
» » ყველის კვერები არაჟნით /yvelis kverebi arajnit (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...

ყველის კვერები არაჟნით /yvelis kverebi arajnit (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:

ყველი (მაგარი, ქარხნული) - 400 გრ.
არაჟანი (20% ცხიმიანობით) - 240 გრ.
კარაქი - 60 გრ.
ცომის გამაფხვიერებელი - 2 ჩ. კ.
პურის სოდა - 0, 5 ჩ. კ.
მარილი - ერთი მწიკვი
ფქვილი - რასაც შეიზელს
კვერცხის გული - 1 ც.
ვანილი

მომზადება:

1. გახეხეთ სახეხზე ყველი და მოათავსეთ ღრმა თასში.
2. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ 1 ჭიქა ახალგაცრილი ფქვილი, მარილი, სოდა და გამაფხვიერებელი.
3. ამ მასალას, ჩანგლით ან ხელით, შეაზილეთ ცივი კარაქი.
4. როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ, შეურიეთ გახეხილ ყველს და დაამატეთ არაჟანი. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ და იმდენი ფქვილი დაუმატეთ, რომ მიიღოთ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი.
5. ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააკეთეთ გუნდები.
6. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა ცალ-ცალკე 2 სმ-ს სისქეზე და გაყავით 8 ნაწილად და დაალაგეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე.
7. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა არაჟანი, რძე ან წყალი, ცოტა ვანილი და საკონდიტრო ფუნჯით გადაუსვით კვერებს.
8. გააცხელეთ ღუმელი 200°C-ზე და კვერები შედგით გამოსაცხობად 20 წუთით.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 287
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული