Реклама
» » როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ხაჭაპური /rodgor movamzadot fenovani xachapuri (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ხაჭაპური /rod\gor movamzadot fenovani xachapuri (კულინარია, რეცეპტები)

კვერცხი - 4 ცალი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
ძმარი - 3 სუფრის კოვზი
ზეთი - 3 სუფრის კოვზი
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
მარგარინი - 400 გრამი
ყველი - 1 კილო
კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30-40 წუთი.
2 შემდეგ ამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, გადავკეცოთ და კიდე შევდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამეთაც. ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში 2-3 დღე და როცა გვინდა, მაშინ გამოვაცხოთ.
3 მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზწმოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ აირღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ცეცხლს სიძლიერე მოვუკლოთ.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 4 247
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული