Реклама
» » აჩმა ლავაშით - უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტი (ზარმაცების აჩმა)

აჩმა ლავაშით - უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტი (ზარმაცების აჩმა)

4 ულუფისთვის დაგჭირდებათ:
1 შეკვრა ლავაში
1 ჭიქა რძე
2 ცალი კვერცხი
200 გრამი ყველი
30 გრამი კარაქი

მომზადება:
ყველი მსხვილად გახეხეთ. ათქვიფეთ კვერცხი რძეში და დაუმატეთ ყველი.
ცხიმწასმულ ლანგარზე გაშალეთ 2 ცალი სომხური ლავაში, წაუსვით მომზადებული ნაზავი. ასე გააკეთებთ რამდენ ფენასაც გინდათ, იმდენს. ზემოდან დააფარებთ ბოლო ფირფიტას, შემოუკეცავთ გვერდებს და თხლად წაუსვამთ დარჩენილ ნარევს, ან მხოლოდ კვერცხის გულს ან მხოლოდ გახეხილ ყველს, გემოვნების მიხედვით.
შედგამთ ღუმელში 15 წუთით, სანამ კანი არ გაუოქროსფერდება.
ასევე კეთდება მეორენაირად, კიდევ უფრო მარტივად:
ცხიმწასმულ ლანგარზე გაშლით 2 ცალი სომხურ ლავაშს, წაუსვამთ მაწონს, დააყრით გახეხილ ყველს და კუბიკებად დაჭრილ კარაქს.
ფენებს რამდენსაც გინდათ გააკეთებთ და ყველსაც რამდენ ფენაშიც გინდათ, იმდენში მოაყრით.
აჩმა ლავაშით - უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტი (ზარმაცების აჩმა)
აჩმა ლავაშით - უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტი (ზარმაცების აჩმა)
აჩმა ლავაშით - უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტი (ზარმაცების აჩმა)скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 20-03-2017, 09:00
ნანახია: 2 621
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама