Реклама
» » ხაჭოს ვარენიკები-მოამზადეთ თქვენს პატარებთან ერთად
Загрузка...
loading...

ხაჭოს ვარენიკები-მოამზადეთ თქვენს პატარებთან ერთად


ხაჭო - 450-500 გრ;
პურის ფქვილი - 80 გრამი;
კვერცხი - 2 ცალი;
შაქარი - 5 ს/კ;
კარაქი - 50 გრ;
მარილი - გემოვნებით.
არაჟანი - გემოვნებით;


მომზადების წესი:
ხაჭო მოათავსეთ მოზრდილ ჯამში. დაამატეთ კვერცხი, შაქარი და კარგად გადაზილეთ ერთმანეთში.
შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კვლავ საგულდაგულოდ აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.


მაგიდის ზედაპირზე ან სამუშაო დაფაზე მოაყარეთ ფქვილი და ზედ კოვზის დახმარებით გადაიტანეთ მოზელილი ხაჭოს მასა. ფქვილი და ხაჭო ისე გადაურეთ ერთმანეთში, რომ მას ძეხვის ფორმა მისცეთ. მსუბუქად გააბრტყელეთ და ძეხვის ფორმის ცომი დაყავით რომბებად.


ქვაბში ჩაასხით წყალი, ქვაბი ბოლომდე არ აავსოთ. დადგით ცეცხლზე და აადუღეთ.
როგორც კი წყალი ადუღდება, დაამატეთ მარილი, მოურიეთ და ჩაყარეთ შიგ ცომის რომბები.
ხარშეთ სანამ ვარენიკები წყლის ზედაპირზე არ ამოტივტივდება.
დაახლოებით, 3 წუთის შემდეგ ამოიღეთ კარაქიან ღრმა თასზე, დაახურეთ თავზე და კარგად შეანჯღრიეთ.
სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ერთად.

------------------
ვარენიკების მოსამზადებლად სასურველია, მშრალი ხაჭო შეარჩიოთ;
შეეცადეთ ქვაბში ბევრი ვარენიკი არ ჩაყაროთ, რადგან ერთმანეთს მიეკრობა.

ხაჭოს ვარენიკები-მოამზადეთ თქვენს პატარებთან ერთად
ხაჭოს ვარენიკები-მოამზადეთ თქვენს პატარებთან ერთადскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 49
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული