Реклама
» » ხაჭოს პასკა /xachos paska (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ხაჭოს პასკა /xachos paska (კულინარია, რეცეპტები)

მასალა:

500გრ წმინდა ხაჭო
5 კვერცხის გული,
200გრ შაქრის პუდრი,
100 -150 გრ კარაქი,
1/2 ჭიქა ტკბილი არაჟანი,
50 – 50 გრ ქიშმიში,ნიგოზი, ნუში და ფორთოხლის დაშაქრული კანი,
1 სირჩა კონიაკი,
1/2 ფილა მაგარი შოკოლადი გასაფორმებლად.
მომზადება:

ხაჭო დავაბლენდეროთ, ქიშმიში გავრეცხოთ და დავასხათ კონიაკი და როცა დაიბერებიან გადავიტანოთ საცერზე, რათა დაიწუროს. ქვაბში გათეთრებამდე ავთქვიფოთ კვერცხიოს გულები შაქართან ერთად. ბოლოს დავუმატოთ არაჟანი. ქვაბი ნელ ცეცხლზე დავდგათ და ვურიოთ. გავაცხელოთ, მაგრამ არ ავადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ. ნუშები მოვხალოთ და კანი გავაცალოთ, რამდენიმე გადავინახოთ დანარჩენები დავჭრათ. ნიგოზი და ფორთოხლის კანიც წვრილად დავჭრათ (ცოტაოდენი ესეც გადავინახოთ ). ხაჭო, არაჟანი, კვერცხის გული, კარაქი, ცუკატები და ვანილი ავურიოთ ერთმანეთში. გადავიტანოთ სველ მარლა ჩაფენილ საცერში. მარლის ბოლოები შევკრათ. დავადოთ პატარა თეფში და რაიმე სიმძიმით მსუბუქად დავწნეხოთ. ასე გავაჩეროთ რამოდენიმე საათი და გადავიტანოთ ლანგარზე. მოვრთოთ ნიგვზებით, ნუშითა და ფორთოხლის კანებით. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 3 693
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული