Реклама
» » ქადა ფენოვანი ცომით
Загрузка...
loading...

ქადა ფენოვანი ცომით

ინგრედიენტები:

მზა ფენოვანი ცომი



ინგრედიენტები გულსართისათვის:

1 ჭიქა ფქვილი(180 გრ.)

1,5 ჭიქა შაქარი(345 გრ.)

200 გრ.კარაქი ან ერბო

100-150 გრ.ნიგოზი ( წვრილად დაფქული)
გულსართის მომზადება:

შაქარი და კარაქი გავადნოთ საშუალო ცეცხლზე. როგორც კი კარაქი გადნება ,დავუმატოთ ფქვილი ,

ვურიოთ ხის კოვზით და მოვშუშოთ კარგად,ისე რომ მასა გასქელდეს.გამოვრთოთ გაზი და შევურიოთ ნიგოზი.



ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად .თითოეული გავაბრტყელოთ ოთხკუთხედათ,მოვაყაროთ გულსართი,რულეტივით გადავახვიოთ .

დავჭრათ ნაჭრებად , ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 15-20 წუთი 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
ფენოვანი ცომის კლასიკური რეცეპტი
ინგრედიენტები:

400 გრ მარგარინი

280 მლ ცივი წყალი

1 ს.კოვზი ძმარი

1 ს.კოვზი სპირტი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

1 ს.კოვზი შაქარი

500-600 გრ.ფქვილი



50 გრ.მარგარინი გავადნოთ და გავაციოთ.



მარილი,შაქარი და ფქვილი ერთმანეთში შევურიოთ.



წყალში გავხსნათ ძმარი და სპირტი.



ფქვილს დავასხათ წყალი,გამდნარი მარგარინი და მოვზილოთ ცომი.



ცომი ჯვარედინად დავსეროთ,მოვათავსოთ პარკში და შევდოთ მაცივარში 1 საათი.
350 გრ.ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი მარგარინი გავახვიოთ პერგამენტის ქაღალდში,გავაბრტყელოთ საბრტყელებლით,

მივცეთ ოთხკუთხა ფორმა და ისიც შევდოთ 1 საათი მაცივარში.



ცომი გავაბრტყელოთ,დავადოთ მარგარინი ირიბულად და შევახვიოთ

გადმოვატრიალოთ და გავაბტყელოთ ისევ მართკუთხედის ფორმაზე.ცომი გადავკეცოთ ჯერ 3 ად,შემდეგ კი 2-ად

და შევდოთ მაცივარში 1 საათი.ასეთივე პროცედურას გავიმეორებთ კიდევ 4-ჯერ.ბოლოს მაცივარში გავაჩეროთ მინიმუმ 2 საათი

და შემდეგ გამოვაცხოთ.
ქადა ფენოვანი ცომითскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 239
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული