Реклама
» » კიდევ ერთი საინტერესო რჩევა დიასახლისებს-როგორ მოვზილოთ ფენოვანი ცომი...
Загрузка...
loading...

კიდევ ერთი საინტერესო რჩევა დიასახლისებს-როგორ მოვზილოთ ფენოვანი ცომი...

დაგვჭირდება:

პურის ფქვილი-800 გრ.

ზეთი–150 გრ.

4 ც. კვერცხის გული;

შაქარი 1/4 ჩ/ჭ;

მაწონი- 1 ჩ/ჭ.

ფქვილი, მაწონი, 1 კვერცხის გული და ცოტა წყალი კარგად ავურიოთ და მოვზილოთ ცომი, 3 კვერცხის გული ავთქვიფოთ 1/2 ჩ/ჭ შაქართან ერთად.კარგად რომ აითქვიფება, თანდათანობით ჩავამატოთ 150 გრ ზეთი და განვაგრძოთ სწრაფად თქვეფა.შემდეგ ეს ნარევი დავასხათ გათხელებულ ცომს და დავკეცოთ ოთხკუთხედად.იგივე გავიმეოროთ რამდენიმეჯერ.

ფენოვანი ცომის მოსამზადებლად აუცილებელია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

1.ფქვილი აუცილებლად უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს.

2.;აუცილებელია ცომის 4-5 ჯერ სიცივეში გატანა 5-7 წუთით.

3.საჭიროა ცომის წესიერად ზელა და არა ჭყლეტა, რომ ცომმა სინაზე არ დაკარგოს.

4.ცომის გათხელება და კეცვა ყოველთვის უნდა მოხდეს ერთ მხარეზე.

5.როგორც ცომი, ისე ცხიმი უსათუოდ ცივი უნდა იყოს.

6.გათხელების დროს ბევრი ფქვილის მოყრა აფუჭებს ცომს.

7.გათხელება უნდა მოხდეს არაუმეტეს 6-7 ჯერ.

8.ჰაერღუმელის ტემპერატურა ფენოვანი ნამცხვრის გამოსაცხობად უნდა იყოს მაღალი, სანამ ნამცხვარი არ შეწითლდება, შემდეგ კი თანდათანობით უნდა შეანელოთ.თუ ჰაერღუმელი მეტისმეტად ცხელია მოსალოდნელია ნამცხვრის ზედაპირის დაწვა, ამიტომ ზემოდან უნდა დააფაროთ ქაღალდი.
კიდევ ერთი საინტერესო რჩევა დიასახლისებს-როგორ მოვზილოთ ფენოვანი ცომი...скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 179
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული