Реклама
» » ისევ ბერძნული სამზარეულო-ისპანახისა და ყველის ღვეზელი

ისევ ბერძნული სამზარეულო-ისპანახისა და ყველის ღვეზელი

750 გრ ფქვილი
150 გრ ზეთი
4 ს.კ. ძმარი
1 ჩ.კ. მარილი
წყალი

გულსართისათვის საჭირო მასალა:
1-1,5 კგ ისპანახი ( გემოვნების მიხედვით)
3 მოზრდილი პრასი
300-400 გრ დაფხვნილი ფეტა ან მსგავსი მშრალი ყველი
1 კონა ოხრახუში
1 კონა ცერეცო
2 ს.კ. არაჟანი ან იოგურტი
3 ს.კ. ზეთი
2 ხახვი
2 კვერცხი
მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:
– უპირველეს ყოვლისა მოვამზადოთ ცომი ჩამოთვლილი ინგრედიენტებისაგან. ცომი საშუალო სიმაგრის უნდა იყოს. კარგად მოზელილი მასა შევფუთოთ და გავაჩეროთ ასე 15-20 წუთი.
– შევუდგეთ სართის მომზადებას: დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად ისპანახი, წვრილად ხახვი და ოხრახუში, თხელ რგოლებად კი პრასი. მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ პრასი, შემდეგ ისპანახი და, უკანასკნელის დარბილების შემდეგ, ოხრახუში. გადმოვდგათ ქვაბი ცეცხლიდან. მასა გადავიტანოთ საწურზე და გაგრილების შემდეგ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ცერეცო და დარჩენილი პროდუქტები. შევაზავოთ გემოვნებით მარილითა და დაფქული შავი წიწაკით.
– ცომი გავყოთ დაახლოებით 3 წილად. ერთ წილს გადავდებთ ზედა ფენისათვის, ხოლო ორ წილს შევაერთებთ და გამოვიყენებთ ქვედა ფენისათვის.
ქვედა ფენა უნდა გავიყვანოთ იმოდენაზე, რომ ღუმელის დიდ ტაფას დაუფაროს ძირი და კედლები, ცოტაოდენ გადმოეფინოს კიდეც. ცომი ხელში კარგად მოგყვებათ, ამიტომ ისე მოახერხეთ, რომ ძირი უფრო სქელი იყოს, ამოფენილი მონაკვეთები კი თხელი.
– ისპანახის მასა გავანაწილოთ ცომიან ტაფაზე. გავაბრთყელოთ ზედა ფენისათვის დატოვებული ცომი და მოვაფინოთ ისპანახიან ფენაზე კედლებამდე. ვეცადოთ კიდეები შევაწებოთ.
– ტაფის კიდეებზე გადმოფენილი ზედმეტი ცომი მოვჭრათ, დავამუშავოთ და დავბწნათ ტაფის ირგვლივ მოსაყოლებელი ნაწნავები.
– გადავუსვათ ღვეზელს კვერცხის გული ათქვეფილი 2-3 ს.კ. ზეთთან ან მაიონეზთან ერთად.
– ღვეზელს გავუკეთოთ არაღრმა კვეთები იმის მიხედვით, თუ რამდენი ნაჭერი გვინდა გამოვიდეს.
– გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი.
ისევ ბერძნული სამზარეულო-ისპანახისა და ყველის ღვეზელი
ისევ ბერძნული სამზარეულო-ისპანახისა და ყველის ღვეზელი
ისევ ბერძნული სამზარეულო-ისპანახისა და ყველის ღვეზელი
ისევ ბერძნული სამზარეულო-ისპანახისა და ყველის ღვეზელიскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 1-06-2018, 14:52
ნანახია: 218
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама