Реклама
» » ქათმისა და ყველის ღვეზელი /qatmisa da yvelis gvezeli (კულინარია, რეცეპტები)

ქათმისა და ყველის ღვეზელი /qatmisa da yvelis gvezeli (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ქათმის ფილე 300 გ
ფქვილი 50 გ
კვერცხი 2 ცალი
რძე 150 მლ
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის 50 გ
ყაბაყი 1 ცალი
გამაფხვიერებელი 1/2 ჩ/კ
სანელებლები: შავი პილპილი, ორეგანო, ხმელი სუნელები
მარილი

მომზადება:
მოხარშეთ ქათმის ფილე, გააგრილეთ და წვრილად დაჭერით. გახეხეთ ყველი.
ათქვიფეთ კვერცხი რძესთან და მარილთან ერთად. დაუმატეთ ფქვილი, სანელებლები და გამაფხვიერებელი. ძალიან სქელი ცომი არ უნდა გამოგივიდეთ.
დაუმატეთ ცომში ქათმის ფილე და ყველი. კარგად აურიეთ და მოათავსეთ ლითონის ფირფიტაზე.
დაჭერით ყავაყი წრეებად და დაალაგეთ ღვეზელზე.
აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში.
ღვეზელის მთელი მომხიბვლელობა იმაშია, რომ დაბალკალორიულია და თან უგემრიელესი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 26-09-2016, 16:54
ნანახია: 966
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама