Загрузка...

Реклама
» » ნამდვილი ინდური კარი ქათმით/ induri kari qatmit (kulinaria, receptebi)
Загрузка...

ნამდვილი ინდური კარი ქათმით/ induri kari qatmit (kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:

წითელი წიწაკის პასტის მოსამზადებლად:

2 წითელი წიწაკა, თესლგაცლილი და დაკეპილი
ნახევარი თავი წითელი ხახვი, მსხვილად დაჭრილი
1×2 სმ. ზომის ჯანჯაფილის (კოჭას) კუბიკი, დაკეპილი
5 ცალი დანაყილი ნივრის კბილი
1 ჩაის კოვზი დაფქვილი ქინძი
2 ჩაის კოვზი დაფქვილი ძირა
ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა
70 გ. ნუშის ფანტელები
მწიკვი კაიენის წიწაკა, თუ მეტად ცხარე გნებავთ, დაუმატეთ გამხმარი ჩილის ფანტელები, წითელი ჩილი, შებოლილი პაპრიკა

სოუსისთვის:

1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
8 ცალი 2 ან 3 ნაჭრად გაჭრილი ქათმის ბარკლის ფილე
300 მლ. ქათმის ბულიონი
ნახევარი ლიმონის წვენი
მარილი და პილპილი

ახალი ქინძი, დაკეპილი

~მომზადების წესი~
მოათავსეთ სამზარეულოს კომბაინში წიწაკის პასტის ყველა ინგრედიენტი, მოაყარეთ მწიკვი მარილი და დღვიბეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კარგად გააცხელეთ ზეთი დიდ, სქელძირიან ტაფაზე. დაასხით მასზე მიღებული მასა და გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთით. დროდადრო მოურიეთ. დაამატეთ ქათმის ხორცის ნაჭრები, კარგად შეაზავეთ სანელებლებით და გააჩერეთ კიდევ 10 წუთით, დროდადრო ხორცი გადააბრუნეთ. დაამატეთ იმდენი ბულიონი, რომ სოუსი არ გათხელდეს, და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ ტემპერატურა მინიმუმამდე შეამცირეთ და დაუფარებლად კიდევ 15 წუთით გააჩერეთ ცეცხლზე. დასასრულს, დაამატეთ ლიმონის ნაჭერი, მოაყარეთ ქინძი და გასინჯეთ, კარგად არის თუ არა შეზავებული სუნელებით. გემრიელად მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 3 736
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული