Реклама
» » ღორის ხორცი ლუდით /goris xorci ludit (კულინარია,რეცეპტები)
Загрузка...

ღორის ხორცი ლუდით /goris xorci ludit (კულინარია,რეცეპტები)

ღორის ხორცი ლუდით - უნაზესი, არომატით სავსე, საოცრად გემრიელი კერძია. აუცილებლად მოამზადეთ - შედეგი გაგაოცებთ!
ინგრედიენტები:
ღორის რბილი ხორცი 1 კგ
ნივრის კბილი 4
დაფნა 2 ფოთოლი
ლუდი 1 ლ
ხახვი 2
მარილი და პილპილი
დაფქული ჯანჯაფილი 1 ჩ.კ
მუსკატის კაკალი (ჯავზი) 1/2 ჩ.კ
თაფლი 1 ს.კ

ხორცის ნაჭერი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, წავუსვათ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და ჯანჯაფილი. დავასხათ ლუდი, დავამატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და დაფნა. შევდგათ 1 ღამით მაცივარში.

მეორე დღეს, ხორცი აქა-იქ ჩავჩხვლიტოთ, ჩავუდოთ ნივრის კბილები და ტაფაზე მადისაღმძვრელად დავბრაწოთ ყველა მხრიდან. გავახვიოთ ფოლგაში და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ 1 - 1.5 საათი. მომზადებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე, ფოლგა გავშალოთ და დავასხათ მარინადი, ზემოდან კი თაფლი გადავუსვათ.

გარნირად მოვუმზადოთ მწვანე სალათა ბოსტნეულითскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 892
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული