Реклама
» » ღუმელში დაბრაწული მადისაღმძვრელი ღორის ბეჭი/dabrawuli goris bechi (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ღუმელში დაბრაწული მადისაღმძვრელი ღორის ბეჭი/dabrawuli goris bechi (კულინარია, რეცეპტები)

ეს შესანიშნავი კერძი სადღესასწაულო სუფრების ნამდვილი მშვენებაა. მართალია მომზადების დრო საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
ინგრედიენტები:
ღორის ბეჭი
კამის თესლი 1 ჩ.კ
პილპილი 6-8 მარცვალი
მარილი
ყავისფერი შაქარი 4 ს.კ
ვაშლის ძმარი 1/4 ჭიქა

ღორის ბეჭი უნდა იყოს კანის გარეშე, მაგრამ ძვლით. პილპილი და კამის თესლი დანაყეთ, შეურიეთ 2 ს.კ ყავისფერი შაქარი, მარილი და წაუსვით ღორის ბეჭს ყველა მხრიდან. ჩადეთ რაიმე ჭურჭელში, დააფარეთ თავზე და შედეთ მაცივარში მინიმუმ 6 საათი ან მთელი ღამით.
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე. ხორცს ფუნჯით შემოაცალეთ სუნელების ნარჩენები, გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ღრმა ფორმაში, დაამატეთ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ზემოდან მჭიდროდ დაახურეთ ფოლგა და შედგით ღუმელში. ხორცი ღუმელში იქამდე გააჩერეთ, სანამ ძალიან არ დარბილდება, დაახლოებით 5-5.5 საათი.
ამის შემდეგ, ხორცს მოაცილეთ ფოლგა, ტემპერატურას მოუმატეთ 250 გრადუსამდე. ხორცისგან გამოსულ წვენს დაამატეთ ძმარი და შაქარი. გადაასხით ზემოდან ხორცს და შეაბრუნეთ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი. რამდენჯერმე ეს ნარევი ფუნჯითაც გადაუსვით. ხორცი უნდა დაიბრაწოს და მადისაღმძვრელი მუქი ოქროსფერი მიიღოს, სითხე კი უნდა განახევრდეს ფორმაში.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 1 485
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული