Реклама
» » მადისაღმძვრელად დაბრაწული ღორის ბარკალი /dabrawuli goris barkali (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

მადისაღმძვრელად დაბრაწული ღორის ბარკალი /dabrawuli goris barkali (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ღორის ბარკალი ან კანჭი 1.5 კგ
თეთრი ღვინო 300-400 მლ
როზმარინი 2 ტოტი
მარილი და პილპილი
დაფნის ფოთოლი 2, დაფშვნიტეთ
ნიორი 4 კბილი
კომშის მურაბის წვენი 3 ს.კ
მდოგვი 1 ს.კ
ზეთი 1 ს.კ

ყველა სანელებელი ერთმანეთს შეურიეთ და წაუსვით ხორცს. გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, დაასხით ღვინო და 24 საათი შედგით მაცივარში. დამარინადების პროცესში რამდენჯერმე გადააბრუნეთ.
ღუმელში შედებამდე 1 საათით ადრე ხორცი მაცივრიდან გამოიღეთ და გაასუფთავეთ სუნელების ნარჩენებისგან.
ზეთს დაამატეთ კომშის მურაბის წვენი (შეიძლება ჩანაცვლდეს გარგრის ან ფორთოხლის მურაბით) და მდოგვი. მიღებული ნარევი წაუსვით ხორცს. მარინადიან ფორმაში ჩადეთ სპეციალური ბადე, ზემოდან დადეთ ხორცი და შედგით ღუმელში. პერიოდულად დაასხით თავისივე წვენი.

შემწვარი ხორცი ღუმელიდან გამოღების შემდეგ ფოლგის ქვეშ გააჩერეთ 15-20 წუთი. გარნირად უხდება კარაქში შემწვარი კომში და გამომცხვარი კარტოფილი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 1 768
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული