Реклама
» » ქათმის ფრთები იაპონურად /qatmis frtebi iaponurad (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ქათმის ფრთები იაპონურად /qatmis frtebi iaponurad (კულინარია, რეცეპტები)

რეცეპტის ინგრედიენტები:

1.4 კილოგრამი ქათმის ფრთები
1 ცალი კვერცხი
1 ჭიქა ფქვილი
225 გრამი კარაქი
3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
3 სუფრის კოვზი წყალი
1 ჭიქა შაქარი
1/2 ჭიქა თეთრი ძმარი
1 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი მარილი
~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F).

2. მჭრელი დანის გამოყენებით მოაჭერით ქათმის ფრთებს ჯერ ბოლოები და შემდეგ გაჭერით ისინი შუაზე.

3. მსუბუქად გათქვიფეთ კვერცხი ღრმა თეფშზე. დაყარეთ ფქვილი მეორე თეფშზე. აგორგოლავეთ შუაზე გაჭრილი ქათმის ფრთები ჯერ კვერცხში და შემდეგ ფქვილში.

4. გაადნეთ კარაქი საშუალო ცეცხლზე, დიდ და ღრმა ტაფაზე. შეწვით ფრთები ორივე მხრიდან, ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე(ყველა არ დაგეტევათ ამიტომ: გაადნეთ ჯერ კარაქის ნახევარი და შეწვით ფრთების ნახევარი და მეორედაც იგივე გაიმეორეთ).

5. დაფარეთ საცხობი ლანგარი(x2) ალუმინის ფოლგით და დაალაგეთ მასზე შემწვარი ქათმის ფრთები.

6. მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ სოიოს სოუსი, წყალი, შაქარი, ძმარი, მარილი და პატარა ნაწილაკებად დაქუცმაცებული მცირე/საშუალო ზომის კბილი ნიორი.

7. მოასხით ქათმის ფრთებს მომზადებული სოუსი და აცხვეთ გახურებულ ღუმელში 30-45 წუთის განმავლობაში. თან ლანგარის ფსკერზე დარჩენილი სოუსი ზემოდან ხშირ-ხშირად მოაცხეთ(გამოიყენეთ ფუნჯი).
скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 1 746
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული