Реклама
» » ქათმის სუპი ლიმონით და კვერცხით /qatmis supi limonit da kvercxit (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ქათმის სუპი ლიმონით და კვერცხით /qatmis supi limonit da kvercxit (კულინარია, რეცეპტები)

მასალად საჭიროა:
საშუალო ზომის ქათამი - 1ცალი
ხახვი - 50გრ
მწვანილი - 50გრ
ლიმონი - 1ცალი
მაკარონი"ვარსკვლავი" - 100გრ
კვერცხის გული - 2ცალი
მარილი - გემოვნების მიხედვით
კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ქათამი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ 12ჭიქა წყალი, დავუმატოთ ხახვი და მწვანილი. ვადუღოთ და თან მოვხადოთ ქაფი. შემდეგ ჩავაგდოთ შიგ შუაზე გაჭრილი ლიმონი და ვადუღოთ კიდევ დაახლოებით 1საათის განმავლობაში. შემდეგ ამოვიღოთ მოხარშული ქათამი და დავჭრათ წვრილად, ბულიონში კი ჩავყაროთ მაკარონი"ვარსკვლავი" (ან თუ არ გვაქვს ეს მაკარონი მაშინ შეგვიძლია ვერმიშელი ვიხმაროთ მაკარონის ნაცვლად). როცა მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვიღოთ მოხარშული ლიმონი, სუპში კი ავურიოთ კარგად ათქვეფილი ორი კვერცხის გული და წვრილად დაჭრილი მოხარშული ქათამი. ეს სუპი მეტად გემრიელი და სასარგებლოა.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 747
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული