Реклама
» » კარტოფილის წვნიანი შაშხით /kartofilis wvniani shashxit (

კარტოფილის წვნიანი შაშხით /kartofilis wvniani shashxit (

რეცეპტის ინგრედიენტები:

3-4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
1/3 ჭიქა დაჭრილი ნიახურის ღეროები
1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
3/4 ჭიქა(85გ.) კუბიკებად დაჭრილი შაშხი
3 მთელი 1/4 ჭიქა წყალი
2 სუფრის კოვზი(0.8გ.) გრანულირებული ქათმის ბულიონი
1/2 ჩაის კოვზი მარილი ან გემოვნებით
1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა ან გემოვნებით
70 გრამი კარაქი
5 სუფრის კოვზი ფქვილი
2 ჭიქა რძე
~ მომზადების წესი ~

1. გათალეთ კარტოფილი და დაჭერით იმდენი, რომ მიიღოთ 3 მთელი 1/2 ჭიქა კარტოფილის კუბები. ჩაყარეთ ქვაბში და ჩაუმატეთ 1/3 ჭიქა დაჭრილი ნიახურის ღეროები, 1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბიკებად დაჭრილი შაშხი. დაასხით წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე მანამ, სანამ კარტოფილი არ დარბილდება(დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში დაჭრილი კარტოფილის ზომის მიხედვით). ამასობაში ჩაუმატეთ ქათმის ბულიონი, მარილი და პილპილიც.

2. სანამ კარტოფილი იხარშება, საშუალოზე დაბალ ცეცხლზე დადგით მეორე ქვაბი და გაადნეთ მასში კარაქი. ჩაუმატეთ ფქვილი და 1 წუთის განმავლობაში მუდმივად ურიეთ. შემდეგ ძალიან ნელა ჩაასხით 2 ჭიქა რძე და თან მუდმივად ურიეთ. დატოვეთ ეს თხევადი მასა ცეცხლზე 4-5 წუთის განმავლობაში და თან მუდმივად ურიეთ, რათა გასქელდეს.

3. ჩაასხით რძის თხევადი მასა კარტოფილის წვნიანში, შეურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე დამატებით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მიირთვით, სანამ ცხელია.
скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 24-02-2016, 16:05
ნანახია: 875
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама