Реклама
» » ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადით
Загрузка...
loading...

ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადით

ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადით
ზოგჯერ ნაკვერჩხალზე დაბრძანების ნაცვლად სუკის ნაჭერს ღუმელში მიაბრძანებთ, არ ინანებთ, მერწმუნეთ.
1 კგ ღორის სუკი (ჩემს შემთხვევაში ეს იყო ორი საშუალო ნაჭერი)
1-2 ს.კ ზეითუნის ზეთი
1-2ს.კ ლიმონის წვენი
½ ლიმონის ცედრა
მარილი, პილპილი
1 ჩ.კ მდოგვი
1 კბილი ნიორი
ერთმანეთში ავურიოთ ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი, მდოგვი, ლიმონის ცედრა და წვენი. მიღებული ნარევი ყველა მხრიდან კარგად წავუსვათ ხორცის ნაჭრებს.
გადავიტანოთ ტაფაში და შევწვათ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი, ხორცის ზომის და წვის სასურველი სტადიის გათვალისწინებით. მაგრამ ძალიან არ უნდა გამოვაშროთ – წვნიანი უნდა დარჩეს. პერიოდულად ფუნჯით გადავუსვათ გამოშვებული წვენი.
მივიღებთ უგემრიელეს, არომატულ და ნაზ ხორცს. ღუმელიდან გამოღების შემდეგ მაშინვე ნუ დავჭრით , თორემ მთელი წვენი გარეთ გამოვა. 15 წუთი დავასვენოთ და შემდეგ დავჭრათ თხელ ნაჭრებად. უგემრიელესია პიურესთან ან სალათთან ერთად.
ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადით
ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადითскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 96
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული