Реклама
» » უგემრიელესი კერძი-შემწვარი ქათამი ყვავილოვანი კომბოსტოთი
Загрузка...
loading...

უგემრიელესი კერძი-შემწვარი ქათამი ყვავილოვანი კომბოსტოთი

ინგრედიენტები
ქათამი - 1 ცალი, მოზრდილი
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 თავი
სტაფილო - 4 ცალი
ნედლი ქონდარი - რამდენიმე ღერი
ბაზილიკი (რეჰანი) - რამდენიმე ღერი
ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ
კარაქი - 20 გ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ნიორი - 1 თავი
მომზადების წესები
ქათამი გაასუფთავეთ კარგად. გულში ჩაუდეთ გარჩეული ნივრის 3 კბილი, კარაქი,ბაზილიკის 5-6 ფოთოლი.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცოტაოდენი კარაქი და მოათავსეთ მასზე ქათამი. წაუსვით ქათამს ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ფორმაში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და ჩაყარეთ ქონდრის ღერები.

აცხვეთ წინასწარ 210 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

15 წუთში გამოაღეთ ღუმელი და მოასხით ქათამს თავისი გამოშვებული წვენი.

შემდეგ დაალაგეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე ყვავილედებად დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო, დაჭრილი სტაფილო და დარჩენილი ნივრის კბილები.

აცხვეთ კიდევ 1-1,5 საათი. პრეიოდულად ასხით თავისივი წვენი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 255
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული