Реклама
» » გახდომის 8 მსუბუქი მეთოდი: დიეტას ისე დაიცავთ, ვერც მიხვდებით
Загрузка...
loading...

გახდომის 8 მსუბუქი მეთოდი: დიეტას ისე დაიცავთ, ვერც მიხვდებით

თუ გიჭირთ დიეტის დაცვა ეს წესები თქვენთვისაა, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა სასურველი მიზნის მისაღწევად.
შეიძინეთ პატარა თეფშები
საოცარი ფაქტია, მაგრამ "ადამიანი თვალით ჭამს და თვალით სვამს". ამიტომ რაც უფრო დიდია თეფში, მით დიდია ულუფა. ტვინი არ ტყუვდება, თეფშის ნახევარი რომ შეჭამოთ, ტვინს დანაყრების შეგრძნება არ ექნება. ამიტომ აიღეთ პატარა თეფში, დაიდეთ დიდი თეფშის ნახევარი ულუფა და ნახავთ, რამდენი გამოჩნდება. ის კი აუცილებლად დაგანაყრებთ.
ფერადი თეფშები
თეთრი თეფში ლამაზია, მაგრამ რატომღაც მის ბოლომდე შევსებას ვცდილობთ, როგორც თეთრი ტილოს ბოლომდე მოხატვას. ფერად თეფშებს კი თავისებური სილამაზე აქვთ. უმჯობესია მწვანე თეფში მიირთვათ საჭმელი, ის ცოცხალი ბოსტნეულისა და მწვანილის ჭამის მოთხოვნილებას გაგიმძაფრებთ.
დამალეთ მავნე საკვები
ძეხვი ან სხვა მავნე საკვები შავ ცელოფნის პაკეტში ჩადეთ, მის გვერდთ გამჭვირვალე კონტეინერში კი - მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი. როცა მოგშივდებათ, ქათმის ხორცს შეჭამთ და ძეხვი არც გაგახსენდებათ.
მოამზადეთ საუზმე საღამოს
მსუყედ უნდა ისაუზმოთ, რომ ხელი არ გაგექცეთ კანფეტის ან ორცხობილისკენ. შვრიის ფანტელები, ბრინჯი ან წიწიბურა, რომელსაც დილით მიირთმევთ, ძილის წინ წყალში ჩაალბეთ და დილით,
2 წუთში წამოდუღდება.

წყალი მუდამ ხელთ გქონდეთ
როცა მოგშივდებათ დალიეთ წყალი, ყლუპებად. ზოგჯერ ადამიანს წყურვილისა და შიმშილის შეგრძნების ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს. ამასთანავე, თუ დღის განმავლობაში ბევრ ყავას და გაზიან წყალს სვამთ, ორგანიზმი გეფიტებათ, სუფთა წყალი უნდა დალიოთ.
უარი ალკოჰოლს
რა თქმა უნდა, ძნელია ალკოჰოლზე უარის თქმა, მაგრამ ასე მოიქეცით: ყველანაირი ალკოლოჰი მაღალ ჭიქაში ჩაისხით, ეს ტვინის მოტყუებაა, თითქოს ბევრს სვამთ. ხოლო თუ კოქტეილები გიყვართ, ბარმენს სთხოვეთ, ბევრი ყინული ჩაგიყაროთ.
ხილი და ბოსტნეული მაგიდაზე უნდა გედოთ
მაგიდაზე მუდამ გედოთ გარეცხილი, დაჭრილი ხილი და ბოსტნეული, როცა მოგშივდებათ, მათ შეჭამთ, მაცივრიდან ნამცხვრის ასაღებად ადომა კი დაგეზარებათ.
არ შეჭამოთ პირდაპირ შეფუთვიდან
მაგალითად ჩიფსი, კრეკერი, შოკოლადის კარაქი- ქილიდან. ასე ვერ გაარკვევთ რამდენს ჭამთ და შეიძლება გადაამეტოთ. ამიტომ, გადმოიღეთ თეფშზე და ზომიერად შეჭამეთ.
გახდომის 8 მსუბუქი მეთოდი: დიეტას ისე დაიცავთ, ვერც მიხვდებითскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 3 760
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული