Реклама
» » კეფირის სასწაულმოქმედი 7-დღიანი დიეტა – მკაცრი, მაგრამ ეფექტური
Загрузка...
loading...

კეფირის სასწაულმოქმედი 7-დღიანი დიეტა – მკაცრი, მაგრამ ეფექტური

კეფირის ექსპრეს-დიეტა სახელწოდებას შეესაბამება: მთავარი პროდუქტი ეს რძემჟავა სასმელია. თუმცა რასაკვირველია, მას ყოველდღე ემატება რომელიმე დაბალკალორიული პროდუქტი.

კეფირის დიეტა მკაცრ დიეტებში შედის, რადგან კეფირს მხოლოდ ერთი-ორი პროდუქტი შეიძლება დაემატოს, მაგალითად, კიტრი და მწვანილი, მოხარშული კარტოფილი, ხილი. დღიური რაციონია 1500 მლ კეფირი + 100-დან 400 გრამამდე დამატებითი პროდუქტი. მსგავსი მენიუ, ძლიერ ნებისყოფასთან ერთად, კარგ შედეგს იძლევა – მინუს 7 კილოგრამი კვირაში.
კეფირის დიეტის რაციონი:

პირველი დღე: ნახევარი ლიტრი 1%-იანი კეფირი და 400 გრამი უმარილო კანიანად მოხარშული კარტოფილი

მეორე დღე: ნახევარი ლიტრი 1%-იანი კეფირი და 400 გრამი დაბალპროცენტიანი ხაჭო

მესამე დღე: ნახევარი ლიტრი 1%-იანი კეფირი და 400 გრამი ხილი (ყურძნის და ბანანის გარდა)

მეოთხე დღე: ნახევარი ლიტრი 1%-იანი კეფირი და 400 გრამი მოხარშული ქათმის მკერდი

მეხუთე დღე: ნახევარი ლიტრი 1%-იანი კეფირი და 400 გრამი ხილი (ყურძნის და ბანანის გარდა)

მეექვსე დღე: განტვირთვის დღე. არაფერი 1,5 ლიტრი არაგაზირებული წყლის გარდა.

მეშვიდე დღე: ნახევარი ლიტრი 1%-იანი კეფირი და 400 გრამი ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა)скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 5 090
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული