Реклама
» » ხახვის წვნიანი-ფრანგული კლასიკა

ხახვის წვნიანი-ფრანგული კლასიკა

ინგრედიენტები:
თეთრი ხახვი - 500 გ
ბულიონი - 500 გ
ნიორი - 1 კბილი
კონიაკი - 30 გ
თეთრი ღვინო - 150 მლ
ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
კარაქი - 40 გ
მუსკატის კაკალი (ჯავზი) - მწიკვი
დაფნის ფოთოლი - 1
მაგარი სახეობის ყველი - 100 გ
ბაგეტის ნაჭრები - 4 ცალი
მარილი
შაქარი - 1 ჩ.კ

მომზადების წესი:
ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და კარაქი, დაამატეთ ხახვი და შუშეთ ფერის შეცვლამდე. დაასხით ღვინო. რომ აორთქლდება, დაასხით ბულიონი, დაამატეთ
ნივრის კბილი და სუნელები. დაამატეთ მარილი და შაქარი. ხარშეთ 10 წუთი.
ბაგეტი დაჭერით და ღუმელში დაბრაწეთ. ყველი გახეხეთ.
ჩაასხით სუპში კონიაკი და კიდევ 7-10 წუთი ადუღეთ. შემდეგ ამოიღეთ ნიორი და დაფნა, სუპი გაანაწილეთ კერამიკის ჭურჭელში, ზემოდან დაადეთ ბაგეტის ნაჭრები და მოაყარეთ ყველი. შედგით ღუმელში გრილის ქვეშ რამდენიმე წუთი, რომ ყველი გადნეს
ხახვის წვნიანი-ფრანგული  კლასიკა
ხახვის წვნიანი-ფრანგული  კლასიკა
ხახვის წვნიანი-ფრანგული  კლასიკა
ხახვის წვნიანი-ფრანგული  კლასიკაскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 20-04-2018, 11:44
ნანახია: 183
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама