Реклама
» » სოუსი ”ბეშამელი”-ისტორია
Загрузка...
loading...

სოუსი ”ბეშამელი”-ისტორია

სოუსები საოცარი გამოგონებაა. ერთი შეხედვით, სოუსი შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენი მენიუ მრავალფეროვანი და უფრო გემრიელი გამხდარიყო, მაგრამ სინამდვილეში ამის მიზეზი სულ სხვა რამეა. ძველ დროს, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მაცივარი, ადამიანებს პრობლემას უქმნიდა საკვების შენახვის სირთულე.

ამისთვის ისინი იგონებდნენ სხვადასხვა საშუალებას, რომ ხორციანი და და თევზის კერძები ხანგრძლივად შენახულიყო და იყენებდნენ სხვადასხვა სოუსებს იმისთვის, რომ დაეფარათ არასასიამოვნო სუნი. ძველ რომში ამ მიზნით ამზადებდნენ სოუსს „გარუმ“, რომელიც მზადდებოდა ფერმენტირებული მარილიანი თევზისგან. მისი სუნი ნებისმიერ სუნს ფარავდა.

მიუხედავად იმისა, რომ სოუსები გამოიყენებოდა უძველესი დროიდან, მის რეცეპტებს დიდი ხნის მანძილზე არავინ იწერდა. ჩანაწერი ორი უძველესი სოუსის-ბეშამელის და მაიონეზის შესახებ შეიქმნა 200 წლის წინ. ამის შემდეგ გაიხსენეს კიდევ რამდენიმე სოუსი, როგორიცაა ფრანგული სოუსი “Veloute”, სოუსი “Espagnole”, ჰოლანდიური და ტომატის სოუსები. სოუსების კლასიფიკაცია მიეწერება ფრანგული სამზარეულოს ფუძემდებელს მარი-ანტუან კარემას, რომელიც ითვლებოდა მზარეულთა მეფედ.

ამის შემდეგ ყველა მზარეული ვალდებული იყო სცოდნოდა, როგორ მზადდებოდა ძირითადი საბაზისო სოუსები და შეძლებოდათ მათ საფუძველზე ექსპერიმენტების კეთება, რათაშეექმნათ ახალი, განსხვავებული გემოს მქონე სოუსები. დღეს სოუსებს აქვს რამდენიმე ფუნქცია: ისინი არბილებენ ხორცს და აძლიერებენ მის გემოს.

ამრიგად, ბეშამელის სოუსი ევროპული სამზარეულოს ერთერთი საბაზისო სოუსია . ბეშამელი ან თვითონაა სრულყოფილი სოუსი, ან მის საფუძველზე ქმნიან ახალ სოუსებს. ის ძალიან მარტივია მოსამზადებლად.მას ამზადებენ რძისგან, რომლესაც უმატებენ ნაღების კარაქის და ფქვილის ნარევს.

დღემდე არარის ცნობილი, ვინ შექმნა სოუსი ბეშამელი. მისი შექმნის ოთხი ვერსიაარსებობს. სპეციალისტების ნაწილი თვილის, რომ ამ სოუსის სამშობლო არის იტალია, სხვები თვლიან, რომ ეს სუფთა ფრანგული სოუსია. ზოგი თვლის, რომ ბეშამელი შექმნა მე 17 საუკუნის ფრანგმა გურმანმა ბეშამელმა. უმრველსობა კი მიიჩნევს, რომ ბეშამელის სოუსი შექმნა სამეფო კარის პოვარმა ფრანსუა პიერ დე ლა ვარენმა. სწორედ მან გამოაქვეყნა ბეშამელის სოუსის რეცეპტი თავის ცნობილ კულინარიულ წიგნში “Le cuisinier françois”.

როგორ მოვამზადოთ ბეშამელი

ბეშამელის სოუსის მოსამზადებლად საჭიროა ხორბლის ფქვილი, ნაღების კარაქი, ცოტა მარილი, მუსკატის კაკალი და რძე. ვიღებთ 5 ჭიქა რძეს, 1/3 ჭიქა ფქვილს, და 6 სუფრის კოვზ გამდნარ კარაქს. თუ ნაკლები რაოდენობის სოუსი გვჭირდება, 40 გრ. კარაქს და ფქვილს ვუმატებთ 0,5 ლ რძეს, მარილს და დაფქულ მუსკატის კაკალს გემოვნებით. შეგვიძლია დავუმატოთ თეთრი პილპილი. ასეევ დაგვჭირდება სქელძირიანი ქვაბი და ხის კოვზი.
ქვაბში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ კარაქი, რამდენიმე წუთი ვურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლისგან, ნელნელა ვუმატებთ რძეს და ვაგრძელებთ მორევას. ისევ ვდგამთ ცეცხლზე და ვაგრძელებთ მორევას ადუღებამდე. შემდეგ ვუმატებთ მარილს, მუსკატის კაკალს, პილპილს გემოვნებით. იმისთვის, რომ არ შეიქმნას ბურთულები, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბლენდერი ან რკინის საწური.

ბეშამელის სოუსის საფუძველზე შეიძლება ასევე ექსპერიმენტები. ბეშამელში შეგვიძლია დავუმატოთ ნებისმიერი ყველი.მივიღებთ სოუსს „მორნე“ . ხორციანი ან ბოსტნეულის კერძებისთვის შეგვიძლია შევცვალოთ რძის ნახევარი ბოსტნეულის , ხორცის ან თევზის ნახარშით. თუკი სოუსს დავუმატებთ ნაღებს, მივიღებთ ნაღების გემოს, ხოლო თუ მწვანილს დავუმატებთ, მივიღებთ მწვანილიან სოუსს. სოუსს შეგვიძლია დავუმატოთ მდოგვი. რძეში, რომელსაც სოუსისთვის იყენებენ, შეგვიძლია დავუმატოთ მომზადებამდე ხახვის თავი და რამდენიმე მიხაკი, რომელსაც მომზადების წინ ამოვიღებთ.

ყველაზე მეტად ბეშამელის სოუსი უხდება თეთრ ხორცს, თევზს, ომლეტებს და მაკარონს. ტრადიციის მიხედვით, ბეშამელის სოუსს სუფრაზე მიტანამდე აჩერებენ წყლის აბაზანაზე იმისთვის, რომ არ გაცივდეს, ზემოდან კი დებენ კარაქის პატარა ნაჭერს, რომ არ გაიკეთოს აპკი.
скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 1 191
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული