Реклама
» » «ნაპოლეონი», ანუ ერთი ტორტის უჩვეულო ისტორია
Загрузка...
loading...

«ნაპოლეონი», ანუ ერთი ტორტის უჩვეულო ისტორია

«ნაპოლეონი», ანუ ერთი ტორტის უჩვეულო ისტორია



სიტყვა ნაპოლეონი მრავალფეროვან ასოციაციებს აღვიძებს : კორსიკა და ელბა, სამკუთხა ქუდი და წითელზოლიან მუნდირში გამოწყობილი იმპერატორი, წმ. ელენეს კუნძული, ჟოზეფინა, აუსტერლიცი, ვატერლოო, დადიანებიც კი … მაგრამ გარდა ამისა ნერწყვის მოჭარბებასაც იწვევს ეს სიტყვა, ვინაიდან ტორტი «ნაპოლეონი» თითოეული ჩვენგანისათვის უსაყვარლესი ტკბილეულია.

ზოგიერთის მტკიცებით, ნამცხვრის სახელწოდება უშუალოდაა დაკავშირებული ნაპოლეონის სახელთან.
ამბობენ, რომ ერთხელ ჟოზეფინამ იმპერატორი ერთ-ერთ ფრეილინასთან არშიყის დროს შეისწრო. ჟოზეფინა იმდენად გაბრაზდა, რომ ორგულ მეუღლეს საძინებელში შესვლაც კი აუკრძალა. ეჭვების გასაქარწყლებლად, ნაპოლეონმა მარშალ დავუს რჩევის მიხედვით, ჟოზეფინას განუცხადა, რომ ფრეილინასაგან უგემრიელესი ტორტის რეცეპტის გაგებას ცდილობდა (ჟოზეფინა ტკბილეულის დიდი მოყვარული გახლდათ). მეუღლემ იმპერატორს სასწრაფოდ მოსთხოვა აღნიშნული ტკბილეულის დამზადება. ნაპოლეონმა ბრძანება მზარეულებს გადასცა, ხოლო იმათ აიღეს ერთ-ერთი ძველი რეცეპტით მომზადებული ცომით, გამოაცხვეს ფენოვანი ფირფიტები და ახლად გამოგონილი კრემი გადაუსვეს. ტკბილეულმა ჟოზეფინას ეჭვები გაუქარწყლა და შერიგების ნიშნად ტორტს მეუღლის სახელიც უწოდა
მეორე ვერსიის მიხედვით, ნამცხვარი 1912 წელს რუსმა კონდიტერებმა შექმნეს ნაპოლეონზე გამარჯვების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ნამცხვარს, თავდაპირველად, სამკუთხა ფორმა ჰქონდა, რაც სიმბოლურად იმპერატორის ქუდს აღნიშნავდა.
ნაპოლეონის» შექმნის მესამე, და სიმართლესთან ყველაზე მიახლოებული ვერსია გვიამბობს, რომ ფენოვანი ცომის გამოგონების იდეა ფრანგ მზარეულს — კლავდი გელეს ეკუთვნის. ჯერ კიდევ 1645 წელს, ამ ნიჭიერმა კონდიტერმა, ხრაშუნა ფენები დააცხო იმ ტექნოლოგიით, რომელსაც ჩვენ დღესაც ვიყენებთ. ფენოვანი ცომის გამოგონების შემდეგ გელე, გამოცდილების შესაძენად, იტალიაში გაემგზავრა და ფლორენციაში ერთ-ერთ საცხობში დაიწყო მუშაობა. ცნობილია, რომ საცხობის მფლობელმა ძმებმა(გვარად მოსკა), ფრანგ მზარეულს მოპარეს ცომის დამზადების რეცეპტი და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, ძმებს, ნეაპოლის სამეფოსათვის შეუფარებიათ თავი. იქ მათ მოპარული რეცეპტით ტკბილეულის დამზადების ბიზნესი აუწყვიათ. «ნაპოლიტანოს» სახელწოდებით ამ ტკბილეულს ისევ საფრანგეთამდე ჩაუღწევია. ლუდოვიკოს კარზე ფენოვანი ტკბილეული იმდენად შეუყვარდათ, რომ მას სახელიც კი შეუცვალეს და «სამეფო გალეტა» უწოდეს.

საფრანგეთში კი რევოლუციის შემდეგ ტორტს სამეფო გალეტის ნაცვლად «ასფურცელა» შეარქვეს, ანუ Millefeuille. ევროპული ტექნოლოგიით, გამოცხობის წინ ფენოვან ცომს ჩანგლით ჩხვლეტენ. ასეთი ცომი ცხობისას ძალიან აღარ ფუვდება, თუმცა ფენები მაინც გამოკვეთილია და ხრაშუნაა.
ასეა თუ ისე, ჩვენთვის «ნაპოლიტანო» სამუდამოდ «ნაპოლეონად» დარჩება…და ვის სახელსაც არ უნდა ატარებდეს, ფაქტი ფაქტად რჩება: ნაპოლეონი, ალბათ, ერთადერთი ტორტია, რომელმაც საუკუნეების გამოცდას გაუძლო და მოყვარულების მრავალმილიონიანი არმია შეკრიბა.
«ნაპოლეონი», ანუ ერთი ტორტის უჩვეულო ისტორია
«ნაპოლეონი», ანუ ერთი ტორტის უჩვეულო ისტორია
«ნაპოლეონი», ანუ ერთი ტორტის უჩვეულო ისტორიაскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 177
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული