Реклама
» » იცოდით თუ არა, რომ პირველი ჩაიდნები როგორც არქეოლოგიუირ გათხრებიდან ჩანს, ჯერ კიდევ ....

იცოდით თუ არა, რომ პირველი ჩაიდნები როგორც არქეოლოგიუირ გათხრებიდან ჩანს, ჯერ კიდევ ....

ჩაიდნის ისტორია, თავად ჩინეთის ისტორიის მსგავსად, უძველესი და ძალიან საინტერესოა. პირველი ჩაიდნები, როგორც არქეოლოგიუირ გათხრებიდან ჩანს, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცზიანსუს პროვინციაში, კერძოდ კი ქალაქ ისინში დაუმზადებიათ. მიზეზი, სავარაუდოდ, ადგილობრივი თიხის მაღალი ხარისხი გახლდათ. აქ დამზადებული ჩაიდნები ოდიდგანვე გამოირჩეოდნენ სიმტკიცით და ტემპერატურის ხანგრძლივად შენარჩუნების უნარით. გავიდა დრო და გაჩნდა თუჯის ჩაიდნები. ოსტატების დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ მასალის ჩაიდანი კიდევ უფრო დიდხანს ინარჩუნებდა ტემპერატურას და მასში დაყენებული ჩაი შედარებით ძლიერი და გემრიელი გამოდიოდა. მცირე ზომის ჩაიდნებს ძველად ბევრად უფრო მაღალი ფასი ჰქონდათ, ვინაიდან, რაც უფრო პატარა ზომისაა ჩაიდანი, მით უფრო გაჯერებული, მდიდარი გემო და არომატი აქვს მასში დაყენებულ ჩაის. მსგავსი ჩაიდნები ხელის გულის ზომისა იყო. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი ხნისაა ჩაიდანი, მით უფრო ძვირფასია მასში გამოხდილი ჩაის ნაყენიც, ვინაიდან ძველიჭურჭელი მრავალჯერადი გამოყენების გამო გაჯერებულია ჩაის არომატებით.

დროთა განმავლობაში, ისევ და ისევ ჩინეთში, ფაიფურის ჩაიდნების დამზადება დაიწყეს. ფაიფურს ემალით ფარავდნენ, ემალი კი საუკეთესო მასალაა მოსახატად. ასე გაჩნდა ულამაზესი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ყვავილებით, სხვადასხვა ფრინველებით, ხეებითა და ცხოველებითაა მოხატული.



ევროპაში ჩაიდნები მხოლოდ მე-16 საუკუნეში შემოვიდა, მაშინ, როდესაც ჩაის დაყენება და დალევა აქაც დაიწყეს. თავდაპირველად ევროპელი ოსტატები მოუქნელ და მოუხერხებელ ჩაიდნებს ამზადებდნენ და მხოლოდ მე-18 საუკუნისათვის მიიღო ევროპულმა ჩაიდანმა ის ფორმა, რომელსაც ჩვენი თვალია მიჩვეული. ეს იმის წყალობით მოხდა, რომ ფაიფურის წარმოება ევროპაშიც გახდა შესაძლებელი.

ყველაზე უფრო გავრცელებული მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში კალის და ვერცხლის ჩაიდნები გახლდათ.

საყოველთაო ელექტროფიკაციამ მრავალი სიახლე მოიტანა, მათ შორის ელექტროჩაიდანიც. ელექტროჩაიდანი გერმანიაში გამოიგონეს და აქვე დაამზადეს პირველი ნიმუშიც, რომელიც ძალიან ჰგავდა თანამედროვეს, მხოლოდ არ ჰქონდა ავტომატური გამორთვის ღილაკი. მიუხედავად იმისა, რომ დრეს ელექტროჩაიდანი ყველა ოჯახში მოიპოვება, ჩვეულებრივი ჩაიდანი მანც შეუცვლელ ნივთად რჩება.
იცოდით თუ არა, რომ  პირველი ჩაიდნები როგორც არქეოლოგიუირ გათხრებიდან ჩანს, ჯერ კიდევ ....
იცოდით თუ არა, რომ  პირველი ჩაიდნები როგორც არქეოლოგიუირ გათხრებიდან ჩანს, ჯერ კიდევ ....
იცოდით თუ არა, რომ  პირველი ჩაიდნები როგორც არქეოლოგიუირ გათხრებიდან ჩანს, ჯერ კიდევ ....
იცოდით თუ არა, რომ  პირველი ჩაიდნები როგორც არქეოლოგიუირ გათხრებიდან ჩანს, ჯერ კიდევ ....
იცოდით თუ არა, რომ  პირველი ჩაიდნები როგორც არქეოლოგიუირ გათხრებიდან ჩანს, ჯერ კიდევ ....скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 29-05-2018, 10:37
ნანახია: 108
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама