Реклама
» » თურმე მსოფლიომ ტოლმა არა აზიიდან, არამედ ევროპიდან, კერძოდ კი...

თურმე მსოფლიომ ტოლმა არა აზიიდან, არამედ ევროპიდან, კერძოდ კი...

ტოლმა, ჩვეულებრივ, სართით ამოვსებული ბოსტნეულია. ის შეიძლება იყოს პომიდვრის, ყაბაყის, ბადრიჯნის, კომბოსტოსი, წიწაკის, კარტოფილის და ა.შ.

მისი სართი შედგება ხორცისაგან, ბოსტნეულისა და ბრინჯისაგან. ტოლმა გავრცელებული კერძია მთელს აზიაში, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, კავკასიაში, ევროპასა და რუსეთში.

თურქეთსა და საბერძნეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ვაზის ფოთოლში დახვეული ბრინჯის ტოლმა, რომელსაც ტრადიციულად იოგურტთან მიირთმევენ. ასეთ ტოლმას ეძახიან “იელანძი” თურქული yalancı-დან გამომდინარე, რაც “მატყუარას”, “ცრუს” ნიშნავს ( ვინაიდან ასეთ ტოლმას არ აქვს ხორცი).

მიუხედავად იმისა, რომ თავად სიტყვა “ტოლმა” ( “დოლმა”) თურქული წარმოშობისა სჩანს, ბოსტნეულში ან ფოთოლში გახვეული ხორცი, როგორც კერძი, ცნობილი იყო ჯერ კიდევ არქაულ დროში. ამას ადასტურებს პართენონის კედელზე აღმოჩენილი ბარელიეფი, რომელზეც ამოტვიფრული ქალღმერთი ირა ვაზის ფოთოლში დახვეულ ტოლმას მალულად მიირთმევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თვით სოფისტებსაც კი ჰქონიათ გაჩაღებული დავა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს “ნამდვილი” ტოლმა.

ისტორიას შემორჩა პლატონის “ნადიმში” ნახსენები ტოლმა, ასევე მოიხსენიება ეს კერძი “ანტიგონეში”.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, რომ მსოფლიომ ტოლმა არა აზიიდან, არამედ ევროპიდან, კერძოდ კი ხმელთაშუა ზღვიდან გაიცნო.

ბიზანტიის დამხობის შემდეგ ტოლმა სულთანის კარზეც გახდა პოპულარული. სავარაუდოდ მაშინ შეარქვეს მას “დოლმა”.

საბერძნეთის ისტორიას კიდევ მრავალი ფაქტი შემოუნახავს ტოლმასთან დაკავშირებით. ერთერთი მათგანი ასეთია: თურქობის შემდეგ განთავისუფლებული საბერძნეთის პირველ მმართველ ოთონს ძალიან ჰყვარებია “დოლმადაკიები” ( ვაზის ფოთოლში დახვეული ტოლმა). ყოველდღიურად ის თურმე 100 ცალსაც კი მიირთმევდა, რითაც აღაშფოთებდა მიურერს, რომელიც უფლისწულ მარგარიტას ამის შესახებ შემდეგი სიტყვებით წერდა: “რა სირცხვილია! საბერძნეთის მომავალი მეფე ფრჩხილებამდე ვაზის ფოთლის სუნად ჰყარს!”
თურმე  მსოფლიომ ტოლმა არა აზიიდან, არამედ ევროპიდან, კერძოდ კი...
თურმე  მსოფლიომ ტოლმა არა აზიიდან, არამედ ევროპიდან, კერძოდ კი...
თურმე  მსოფლიომ ტოლმა არა აზიიდან, არამედ ევროპიდან, კერძოდ კი...
თურმე  მსოფლიომ ტოლმა არა აზიიდან, არამედ ევროპიდან, კერძოდ კი...თურმე  მსოფლიომ ტოლმა არა აზიიდან, არამედ ევროპიდან, კერძოდ კი...скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 29-05-2018, 10:51
ნანახია: 159
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама