Реклама
» » იმერეთი, სამზარეულო /imereti, samzareulo (kulinaria, receptebi)

იმერეთი, სამზარეულო /imereti, samzareulo (kulinaria, receptebi)

იმერეთი
იმერული სამზარეულოს მშვენებაა ჭყინტი ყველი და ხაჭაპური. მჭადს და ხაჭაპურს აქ როგორც წესი კეცზე აცხობენ. იკვებებიან მხალეულითა და ფრინველის ხორცით. მხალეულს იმერეთში ნიგვზითა და ძმრით კაზმავენ, შემწვარ ხორცეულს კი ნიორწყალში ან საწებელში აწყობენ. აქაურების სიამაყეა ცოველების შიგნეულობისაგან დამზადებული კერძი - კუჭმაჭი. იმერეთში ტრადიციულად ამზადებენ სოკოს კერძებს, გამორჩეულია ქამა და ნიყვის სოკოსაგან დამზადებული საკვები და მანჭკვალას კონსერვი, რომელიც დამარილებული ინახება რამდენიმე ზამთარს. აქაურების უსაყვარლესი საჭმელია ამოზელილი ლობიო, რომელსაც ხშირად ნიგვზით ან კვაწარახი
იმერული ხაჭაპური


500 გრ ყველი
50 გრ კარაქი
400 გრ საფუვრიანი ცომი
მომზადება:

ყველი სასურველია იყოს ჭყინტი. თუ ყველი მარილიანია, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და ცივ წყალში გააჩერეთ 40-50 წუთი. შემდეგ დაალაგეთ საწურზე, დააცადეთ შეშრობა, გაატარეთ ან გახეხეთ სახეხზე. ყველი თუ არ არის ცხიმიანი, დაამატეთ კარაქი, შეაზილეთ და გააკეთეთ თანაბარი ზომის 5 გუნდა. საფუვრიანი ცომი გაყავით 5 ნაწილად, გააკეთეთ გუნდები და გააცერეთ 5-7 წთ.

ფქვილმოყრილ დაფაზე ოდნავ გააბრტყელეთ ცომის გუნდა, შუაში მოათავსეთ ყველი და ცომს მოუკარით თავი, გადააბრუნეთ გუნდა, მოკრული თავი მოუქციეთ ძირს.

აიღეთ მომზადებული გუნდა, მოათავსეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხელ ფენად, დადეთ გახურებულ ტაფაზე და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან. ცეცხლიდან რომ გამოიღებთ, ზევიდან მოუსვით კარაქი.


скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 23-08-2016, 11:29
ნანახია: 5 055
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама