Реклама
» » ფრანგული სამზარეულო (kulinaria, receptebi)
Загрузка...
loading...

ფრანგული სამზარეულო (kulinaria, receptebi)

ფრანგული სამზარეულო, კულინარიის სტილი, რომელიც საფრანგეთიდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა. შუა საუკუნეებში გაჩნდა გიიომ ტირელი, უკეთ ცნობილი, როგორც ტაივენი. საფრანგეთის რევოლუციის ეპოქაში შემცირდა სანელებლების გამოყენება, სამაგიეროდ გაიზარდა მწვანილეულობის რაოდენობა და დაიხვეწა ტექნიკა, დაწყებული ფრანსუა-პიერ ლა ვარენითა, ხოლო შემდგომში დამუშავებული ნაპოლეონის განთქმული შეფი მარი-ანტუან კარემისა და სხვა გამოჩენილი მზარეულების მიერ.

XX საუკუნეში ჟორჟ-ოგიუსტ ესკოფიეს მიერ დეტალურად აღწერილი ფრანგული სამზარეულო ოტ-კუიზინის თანამედროვე ვერსია გახდა. თუმცა ესკოფიეს ამ მნიშვნელოვან ნამუშევარში არ გამოჩნდა რეგიონული ხასიათი, დამახასიათებელი საფრანგეთის პროვინციებისთვის. შემდგომში განვითარებულმა გასტროტურიზმმა და მიშლენის მეგზურმა (Guide Michelin) საშუალება მისცა ხალხს გაცნობოდა პროვინციებს და გაესინჯა საფრანგეთის მდიდარი ბურჟუაზიული და გლეხური სამზარეულო.

ინგრედიენტები და კერძები განსხვავდება რეგიონების მიხედვით. არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი რეგიონული კერძი, რომელიც შემდგომში ეროვნული გახდა. მრავალი კერძი, რომელიც ერთ დროს რეგიონული იყო, დროთა განმავლობაში მრავალი ვარიაციით მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ყველი და ღვინო სამზარეულოს მთავარი ნაწილია და განსხვავებულ როლს თამაშობს რეგიონულად და ქვეყნის მასშტაბით მრავალი ვარიაციით და აპელაციის რეგულირების კანონებით

პოტ ო ფე ( Pot-au-feu) "ქოთანი ცეცხლზე"— ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ცხელი კერძი, ფრანგული სამზარეულოს სული, როგოც მას ეძახიან. ფაქტობრივად, ერთ კერძში ორია გაერთიანებული- ხორცის ბულიონი და ხორცი ბოსტნეულით და სანელებლებით.
პოტ ო ფე, ისევე, როგორც შუკრუტი, ზამთრის კერძია და სინამდვილეში ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

დაგვჭირდება
1-1,5 კგ საქონლის ხორცი (საუკეთესო არჩევანია-არტალა+ ცოტა რბილი ფილე)
2 თავი ხახვი
2 სტაფილო
1 თეთრი ჭარხალი
500 გ კომბოსტო
8-10ცალი ბრუსელის კომბოსტო
1 ღერი მოზრდილი პრასი
2-3 კარტოფილი
ნიახურის ძირები, ან პატარა კონა
ბუკე გარნი
5-7 ბუტონი მიხაკი
პატარა კონა ოხრახუში
მარილი, შავი წიწაკა
2 ს.კ. კარაქი

ხორცი კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, დავასხათ ცივი წყალი, წამოვადუღოთ, გადავწუროთ, კიდე კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და ისევ წამოვადუღოთ. დავუწიოთ ცეცლხს მინიმუმამდე და დავუმატოთ ბუკე გარნი, 1 ხახვი, რომელშიც ჩავარჭობთ მიხაკს, დავუმატოთ მარილი და ვახრშოთ დაახლოებით 1-1,5 საათი.
მეორე ხახვი დავჭრათ თხლად და მოვთუშოთ კარაქში, ისე, რომ გაოქროსფერდეს და დავუმატოთ ბულიონს. ეს მას განსაკუთრებულ ფერს და არომატშ შესძენს.
ამის შემდეგ, დავუმატოთ ოთხად გაჭრილი კომბოსტო, მთელ მთელი სტაფილო, ჭარხალი (თუ მოზრდილია, ორად გავჭრათ), ნიახური, 15 წუთში დავუმატოთ მთელ-მთელი კარტოფილი, პრასი (მხოლოდ თეთრი ნაწილი) და ბრუსელის კომბოსტო. ვხარშოთ კიდე დაახლოებით ნახევარი საათი მინიმალურ ცეცხლზე

ხორცი და ბოსტნეული რომ მოიხარშება, ცალკე გადავწუროთ ბულიონი, ცალკე მოზრდილ თეფშზე ამოვალაგოთ ხორცი, ირგვლივ შემოვულაგოთ ბოსტნეული. მოვაყაროთ ხორცს და ბოსტნეულს წვრილად დაჭრილი ცოცხალი ოხრახუში, მარილი და შავი წიწაკა, თუ სჭირდება. ბულიონი ჩავასხათ ფიალებში და მივირთვათ ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად.
ასევე, კერძს ძალიან მოუხდება მდოგვის სოუსი. აუცილებელი ატრიბუტი, როგორც ყველა ფრანგულ ბულიონებთან, რა თქმა უნდა, კრუტონები, ნივრიანი ფუნთუშები ან გახუხული ნივრიანი და ყველიანი ბაგეტი გახლავთ.

скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 849
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული