DataLife Engine > კულინარიული ისტორიები > როგორ შეიქმნა შოკოლადი?

როგორ შეიქმნა შოკოლადი?

ტკბილეულის ისტორია სათავეს დაახლოებით 4 ათასი წლის წინ იღებს. ჩვენამდე მოღწეულ პაპირუსებში აღწერილია, რომ დაშაქრული ხილი ეგვიპტის ბაზრობებზე ჩვენს ერამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იყიდებოდა. შოკოლადის შესახებ კი მსოფლიომ მაიას და აცტეკების ტომებისაგან შეიტყო, სწორედ მათ აღმოაჩინეს კაკაოს გასაოცარი თვისებები, შოკოლადი კი, მოგეხსენებათ, კაკაოსაგან მზადდება.
მაიას ტომებმა ჩვენს ერამდე მე-6 საუკუნეში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში გააშენეს კაკაოს პირველი პლანტაციები. არსებობს ვერსია, რომ ისინი კაკაოს მარცვლებს, როგორც ფულის ექვივალენტს, ისე იყენებდნენ.უცნობია, ვინ გამოიგონა პირველი შოკოლადი. მაიასა და აცტეკების ტომთა წარმომადგენლები კაკაოს მარცვლებისაგან ამზადებდნენ სასმელს, რომელსაც კსოკოატლს ეძახდნენ და რომელიც შოკოლადის "წინაპარი" გახლდათ.
მრავალი საუკუნის განმავლობაში შოკოლადი არსებობდა მხოლოდ თხევადი სახით. შოკოლადი იმ დროისთვის ითვლებოდა შეძლებული, მდიდარი ადამიანების სასმელად. მაიას ტომების მსგავსად, კაკაოს ხის ნაყოფი ზოგიერთ ქვეყანაში ვალუტად იქცა. ასე მაგალითად, ნიკარაგუაში ასი კაკაოს მარცვლის სანაცვლოდ კარგი მონის მფლობელი გახდებოდით. მე-17-18 საუკუნეების ექიმები მდიდარ პაციენტებს უნიშნავდნენ შოკოლადს, როგორც საერთო გამაჯანსაღებელ საშუალებას და მრავალი დაავადების წამალს.
1674 წელს გამოჩნდა შოკოლადის ფილები და რბილი შოკოლადი ბატონებისა და რულეტების სახით. პირველი რძიანი შოკოლადი შვეიცარიულმა ფირმა "ნესტლემ" შექმნა და ამის გამო საოცარი პოპულარობა მოიპოვა. 1879 წელს, რუდოლფ ლინდტმა გამოიგონა შოკოლადის თანდათან შეცხელების მეთოდი და დაიწყო თავის პროდუქციაში მეტი კაკაოს კარაქის დამატება.
მოგვიანებით შოკოლადი შედარებით გაიაფდა და ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისათვის, ვინაიდან პლანტაციების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ამასთანავე, წარმოებაც მექანიზებული გახდა. მე-19 საუკუნეში კაკაოს მარცვლების წარმოების მხრივ ვენესუელა ლიდერობდა, ამჟამად კაკაო ძირითადად მოჰყავთ ბრაზილიასა და კოტ-დ-ივუარზე. დღეისათვის, შოკოლადის წარმოების ლიდერად აშშ-ს მიიჩნევენ. ერთ სულ მოსახლეზე შოკოლადის მოხმარების მხრივ კი შვეიცარია ლიდერობს. მსოფლიოში ყოველწლიურად იჭმევა 600 ათასი ტონა შოკოლადი, რის გამოც ეს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი დარგია კვების მრეწველობაში.
შოკოლადი არის ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტი, რომელმაც ტრანსფორმაცია განიცადა და ინდიელების მწარე სასმელისაგან ნატიფ დესერტად იქცა. გემოსა და კომერციული ფასეულობის გარდა, შოკოლადს განწყობის ამაღლებისა და ძალების აღდგენის თვისებაც აქვს.
скачать dle 10.6фильмы бесплатно
[xfgiven_ingredients]
[xfvalue_ingredients]
[/xfgiven_ingredients]



Вернуться назад