Реклама
» » ბულგარული წიწაკა ნივრით – ზამთრისთვის /bulgaruli wiwaka nivrit-zamtrisatvis(კულინარია, რეცეპტები)

ბულგარული წიწაკა ნივრით – ზამთრისთვის /bulgaruli wiwaka nivrit-zamtrisatvis(კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ბულგარული წიწაკა 3 კგ
კამა 1 კონა
ნიორი 3 თავი
მარინადისთვის:
ზეთი 250 მლ
შაქარი 1 ჭიქა
ძმარი 500 მლ
მარილი 3 ს/კ

მომზადების წესი:

ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ, დაჭერით ზოლებად ან მსხვილ კუბიკებად.

ნიორი დაკეპეთ წვრილად დანით.

გარეცხეთ კამა, გააშრეთ და დაჭერით წვრილად.

დამდუღრეთ ქილები და თავსახურები.

მარინადისთვის ქვაბში ერთმანეთში აურიეთ სუფრის ძმარი, ზეთი, შაქარი და მარილი.

დადგით ქვაბი ცეცხლზე და მიიყვანეთ სითხე ადუღებამდე.

დაჭრილი წიწაკა პატარ-ოატარა ულუფებად ჩადეთ მარინადში და ხარშეთ 3-4 წუთი.

ამოიღეთ და მაშინვე მოათავსეთ ქილებში. ფენა-ფენა მოაწყეთ ნიორი და კამა.

როცა ყველა ულუფას მოხარშავთ, დარჩენილი მარინადი დაასხით წიწაკას.

მოხუფეთ ქილები და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე სანამ ბოლომდე არ გაცივდება.

შემდეგ შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას.

скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 11-09-2016, 12:45
ნანახია: 4 827
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама