Реклама
» » ერთ დღეში დამარინადებული ხრაშუნა ქამა სოკო /damaeinadebuli qama soko (კულინარია, რეცეპტები)

ერთ დღეში დამარინადებული ხრაშუნა ქამა სოკო /damaeinadebuli qama soko (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ქამა სოკო 500 გ
ნიორი 3 კბილი
ხახვი 1 თავი
ბულგარული წიწაკა 1 ცალი
მარინადისთვის:
წყალი 1 ლ
დაფნის ფოთოლი 1 ცალი
შავი პილპილის მარცვალი 5 ცალი
ძმარი 9% 80 მლ
მარილი 1,5 ჩ/კ
შაქარი 1 ჩ/კ
ზეითუნის ზეთი 1 ს/კ

მომზადების წესი:
გაასუფთავეთ ქამას სოკო და გაწმნინდეთ სველი ქაღალდის ხელსაცოხი, მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში მარილიან წყალში.

მოხარშული სოკო დაყარეთ საწურზე.

მარინადისთვის: 1 ლ წყალში ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილი მარცვლები.

დადგით ცეცხზლე ადუღეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ძმარი და ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ მარილი და მოურიეთ.

თუ სოკო დიდი ზომის არის, შეგიძლიათ დაჭრათ, მაგრამ აჯობებს იყოს პატარა სოკოები და მთელ-მთელები. ჩაწყვეთ სოკო კერამიკულ ღრმა ჭურჭელში, მოაყარეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი და ნიორი. დაასხით ცხელ-ცხელი მარინადი და დაახურეთ თავსახური. როცა გაგრილდება – შედგით მაცივარში. 12 საათში სოკო მზად იქნება.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 11-09-2016, 12:56
ნანახია: 1 796
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама