Реклама
» » ბამბუკი - წარმატებისა და ბედნიერების სიმბოლო

ბამბუკი - წარმატებისა და ბედნიერების სიმბოლო

ფენ-შუიმ ოდითგანვე იმით გაითქვა სახელი, რომ მისი მიმდევრები ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერებისა და ჰარმონიის შეტანას ცდილობენ. გინდათ ოჯახში ბედნიერება და ჰარმონია? მიჰყევით ფენ-შუის და ყველაფერი გამოგივათ.

ფენ-შუიში ბამბუკს დიდი ადგილი უჭირავს, ის ოჯახის წარმატების, აყვავების, სიმშვიდისა და ჰარმონიის სიმბოლოა. ის ოჯახის წევრების ჯანმრთელობასაც კი განსაზღვრავს.
ჩინეთში ამ მცენარეს ძალიან დიდ პატივს მიაგენენ, ყველა ოჯახში მას საპატიო ადგილი უკავია. ოჯახში შემოსულ სტუმარს მასპინძელი ბამბუკიან ლარნაკს თუ მიაწვდის, ეს მისადმი უდიდესი პატივისცემის ნიშანია, ეს ნიშნავს იმას, რომ მასპინძელს მისთვის ყველაფერი საუკეთესო სურს.
ფენ-შუის სპეციალისტები

ბამბუკის ყლორტს ხის ელემენტად მიიჩნევენ. თუმცა, არც წყლის სტიქიის დავიწყება შეიძლება, ბამბუკის ყლორტი ხომ წყლიან ლარნაკშია მოთავსებული.
ძალიან მნიშვნელოვანია ბამბუკის რაოდენობა და ადგილმდებარეობა. ამაზეა დამიკიდებული ცხოვრების ამა თუ იმ სფეროზე მისი გაველნა.
თუ თქვენ გჯერათ ფენ-შუის მიმდევრების და აპირებთ სახლში ბამბუკის ქონას, მაშინ პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, რა სფეროში გჭირდებათ მისი დახმარება:
სამი - ამ შემთხვევაში ბამბუკს ოჯახში ჰარმონია და სიმშვიდე შემოაქვს. დადებითად მოქმედებს ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ განწყობაზე.
ხუთი - უზრუნველყოფს ოჯახის ფინანსურ მდგრადობას და შემოსავალს.
ოცდაერთი - მოაქვს ბედნიერება, სიყვარული და ჯანმრთელობა.
როგორც უკვე გითხარით, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რომელ ადგილს მიუჩენთ ამ მცენარეს:
სამხრეთი - ამ მხარეს განთავსებული მცენარე თავის პატრონს სახელსა და პოპულარობას მოახვეჭინებს.
აღმოსავლეთი - პატრონს სიმშვიდე და ჰარმონიული ოჯახის გარანტია ექნება.
სამხრეთ-აღმოსავლეთი - ამ შემთხვევაში პატრონის ფინანსურ კეთილდღეობას ვერაფერი დაემუქრება.
ბამბუკის საოცარი თვისებების გაძლერება ალისფერ და მოყვითალო ლენტებს შეუძლიათ. ოდითგანვე ცნობილია, რომ ალისფერს ძალუძს უარყოფითი ენერგიის შთანთქმა და ბლოკავს ნეგატიურ განწყობას.
თუ ბამბუკს სწორად მოუვლით, ფენ-შუის მიმდევრების თქმით, ოჯახის სიმშვიდეს, ჰარმონიასა და მატერიალურ მდგომარეობას საფრთხეს ვერაფერი შეუქმნის.

ბამბუკი - წარმატებისა და ბედნიერების სიმბოლო
ბამბუკი - წარმატებისა და ბედნიერების სიმბოლო
ბამბუკი - წარმატებისა და ბედნიერების სიმბოლო
ბამბუკი - წარმატებისა და ბედნიერების სიმბოლოскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 7-08-2018, 09:46
ნანახია: 147
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама