Реклама
» » თუ გადაწყვიტეთ სახლში რომელიმე უჩვეულო ან ეგზოტიკური მცენარე გაახაროთ, გირჩევთ....

თუ გადაწყვიტეთ სახლში რომელიმე უჩვეულო ან ეგზოტიკური მცენარე გაახაროთ, გირჩევთ....

ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ბროწეულის მოყვანა. ეს მცენარე ძალიან ლამაზია, სასარგებლო და ამასთანავე მისი მოყვანა, ანუ გახარება სულაც არ არის რთული.
თუ გადაწყვიტეთ სახლში რომელიმე უჩვეულო ან ეგზოტიკური მცენარე გაახაროთ, გირჩევთ, ბროწეულით დაიწყოთ.
შემოგთავაზებთ სულ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ამ სურვილის რეალობად ქცევაში.
პირველ რიოგში, უნდა შეიძინოთ მწიფე ბროწეული, გაარჩიოთ და გემრიელად მიირთვათ, კურკები კი დატოვოთ და კარგად გამოაშროთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
შემდეგ ეს კურკები უნდა მოათავსოთ წყალში, რომლის ტემპერატურაც იქნება 20-22 გრადუსი. არ დაგავიწდეთ წყლის გამოცვლა ყოველ 12

საათში ერთხელ.
ყვავილების ქოთანში ჩაყარეთ მიწისა და ტორფის ნაზავი 1:1-ზე.
ნესტიან გრუნტში 1-2 სანტიმეტრის სიღრმეში მოათავსეთ ბროწეულის კურკები.
ქოთანი კარგად შეფუთეთ პოლიეთილენით, რათა შეუქმნათ სათბურის ეფექტი.
პოლიეთილენი ყოველდღე გადააძრეთ ქოთანს ცოტა ხნით. დაიმახსოვრეთ, რომ ბროწეულის დასათესად ყველაზე კარგი დრო არის თებერვალი.
მცენარემ უნდა მიიღოს საჭირო რაოდენობის სინათლე და წყალი. როგორც კი ნიადაგი შეშრება, ის აუცილებლად უნდა დაატენიანოთ.
თქვენმა ბროწეულმა შესაძლოა ერთ კვირაშიც კი გაიხაროს, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დაგავიწყდეთ კურკის არსებობა და ნახევარ წელიწადში იხაროს. როდესაც თქვენი მცენარე გაიხარებს, გადარგეთ უფრო კომფორტულ და გაშლილ ქოთანში.
9 თვის შემდეგ თქვენი ბროწეული აყვავდება, კიდევ სამი თვის შემდეგ კი ნაყოფსაც გამოიღებს.
თუ გადაწყვიტეთ სახლში რომელიმე უჩვეულო ან ეგზოტიკური მცენარე გაახაროთ, გირჩევთ....
თუ გადაწყვიტეთ სახლში რომელიმე უჩვეულო ან ეგზოტიკური მცენარე გაახაროთ, გირჩევთ....
თუ გადაწყვიტეთ სახლში რომელიმე უჩვეულო ან ეგზოტიკური მცენარე გაახაროთ, გირჩევთ....скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 10-08-2018, 15:22
ნანახია: 393
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама