Реклама
» » ნიგვზიანი ქადები /nigvziani qadebi (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ნიგვზიანი ქადები /nigvziani qadebi (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
კარაქი 150 გ
ფქვილი 240 გ
თბილი წყალი 70 მლ
სოდა ძმრით 1/2 ჩ.კ
გულსართი
ნიგოზი 200 გ
ქიშმიში 100 გ
შაქარი 100 გ
ვანილი
დარიჩინი 1 ჩ.კ
დარბილებულ კარაქს დაამატეთ ფქვილი, ასრისეთ ან დააბლენდერეთ. მიიღებთ ფხვიერ, მშრალ მასას.ცოტაოდენ თბილ წყალში ჩაამატეთ მარილი, ძმარში გახსნილი სოდა, დაასხით ფქვილიან მასას და მოზილეთ ელასტიური ცომი, რომელიც ხელზე არ უნდა აგეკროთ. თუ საჭიროა დაამატეთ წყალი. მიიღებთ ნაზ და ელასტიურ ცომს. მოათავსეთ კულინარიულ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 1 საათით.დააბლენდერეთ ნიგოზი ან გაატარეთ ხორცსაკეპში. დაამატეთ შაქარი, ვანილი, დარიჩინი, ქიშმიში და კარგად აურიეთ.გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
ცომი გააბრტყელეთ თხლად. ოთხკუთხა ფორმით. მთელ ზედაპირზე მოათავსეთ ნიგვზიანი მასა. გვერდებზე დატოვეთ 2 სმ ცომი, შიგთავსის გარეშე.გადაახვიეთ რულეტივით. მოათავსეთ საცხობ დაფაზე. ზემოდან წაუსვით გამდნარი მარგარინი(კარაქი). დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და გამოაცხეთскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 7 790
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული