Реклама
» » ქოქოსის ნამცხვარი /qoqosis namcxvari (კულინარია, რეცეპტები)

ქოქოსის ნამცხვარი /qoqosis namcxvari (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ბისკვიტი:
კვერცხი 1
მაწონი ან კეფირი 1 ჭიქა
შაქარი 3/4 ჭიქა (ან ცოტა მეტი)
ფქვილი 1,5 ჭიქა
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
გულსართისთვის:
ქოქოსის ფანტელი 100 გ
შაქარი 3/4 ჭიქა
ვანილის შაქარი 1 შეკვრა
ნაღები 20% მოსასხმელად

მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დაუმატეთ კეფირი ან მაწონი. ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და შეურიეთ კვერცხის მასას.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი.

მშრალ ჯამში აურიეთ შაქარი, ქოქოსის ფანტელი და ვანილის შაქარი. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ ცომის მთელ ზედაპირზე.

შედგით 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 25-30 წუთი. ყურადღება მიაქციეთ, ზედმეტად არ დაიწვას ქოქოსის ფანტელი. ამიტომაც ცხობიდან 10 წუთის შემდეგ გადააფარეთ ტყვიის ქაღალდი.

მზა ნამცხვარს, ცხელ-ცხელს თანაბრად მოასხით 1 ჭიქა 20 %-იანი ნაღები.


скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 22-09-2016, 21:53
ნანახია: 1 940
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама