Реклама
» » ულამაზესი,ორიგინალური და საოცრად გემრიელი შოკოლადის "ვატრუშკა/ shokoladis vatrushka (კულინარია, რეცეპტები)

ულამაზესი,ორიგინალური და საოცრად გემრიელი შოკოლადის "ვატრუშკა/ shokoladis vatrushka (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ფქვილი 160 გ
ხაჭო 500 გ
კვერცხი 2 ცალი + 3 ცალი გულსართისთვის
შაქარი 150 გ + 100 გ გულსართისთვის
არაჟანი 200 გ
კარაქი 50 გ
კაკაო 4 ჩ/კ
სოდა 1/2 ჩ/კ
მწიკვი მარილი

მომზადება:
ჯამში ათქვიფეთ 2 კვერცხი, შაქარი და მწიკვი მარილი, დაუმატეთ არაჟანი და დარბილებული კარაქი. გაცრილ ფქვილში აურიეთ სოდა და კაკაო და შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის ცომი.
გულსართისთვის: ხაჭო გაქენით ჩანგლით და დაუმატეთ 3 კვერცხი. აურიეთ. დაუმატეთ შაქარი, ვანილის შაქარი და მანი. ათქვიფეთ გულსართი ხელის ბლენდერით ან მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით ჯერ შოკოლადის ცომი, შემდეგ გულში ფაქიზად მოათავსეთ ხაჭოს გულსართი.
შედგით ფორმა ცივ ღუმელში, შემდეგ კი ჩართეთ 180 გრადუსზე და აცხვეთ 40-45 წუთი. გადმოიღეთ "ვატრუშკა" ფორმიდან და გააცივეთ ცხაურზე.
მორთეთ სურვილის და თქვენი ფანტაზიისამებრ.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 15-10-2016, 20:54
ნანახია: 1 113
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама