Реклама
» » ტორტი „ნაზი ღამე" /torti ''nazi game''(კულინარია, რეცეპტები)

ტორტი „ნაზი ღამე" /torti ''nazi game''(კულინარია, რეცეპტები)

მასალა:

ბისკვიტი:

კვერცხი 10ც.

პურის ფქვილი 10 ს/კ.

შაქარი 10 ს/კ.

ვანილი 1ც.

სოდა 0,5ჩ/კ.

კაკაო 2–3 ს/კ.



დასანამი:

1 ჭიქა ტკბილი ჩაი + 1 ს/კ. კონიაკი + 1ჩ/კ. ხსნადი ყვა.



კრემი:

მოხარშული სგუშონი 1 ქილა.

კარაქი 250გრ.

ვანილი გემოვნებით.



შიგთავსი:

ბანანი 4–5ც.



მინანქარი

სგუშონი 200გრ.

შავი შოკოლადი 200გრ.

შაქარი 2 ს/კ.

კარაქი 2 ჩ/კ.

კაკაო 1 ჩ/კ.

ვანილი 2ც.



გასაფორმებლად:

მოხალული მიწის თხილი გემოვნებით.





ბისკვიტის მომზადება:

კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი, კაკაო და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.



კრემის მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ მოხარშული სგუშონი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.



მინანქარის (გლაზურის) მომზადება:

სგუშონი ჩავასხათ პატარა ჭურჭელში, დავამატოთ დატეხილი შოკოლადი, შაქარი, კაკაო და დავდგათ გაზქურაზე, როდესაც ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან, ავურიოთ ვანილი და კარაქი. (ტორტზე მოვასხათ გაგრილებული ფორმით). თუ მინანქარი ძალიან სქელი გამოვიდა შეგვიძლია დავამატოთ ადუღებული რძე.



ტორტის აწყობა:

ბისკვიტი გავაცივოთ და გავჭრათ შუაზე 2 ფენად, შემდეგ პირველი ფენა დავნამოთ, წავუსვათ მომზადებული კრემი, კრემზე დავაწყოთ დაჭრილი ბანანი, დავაფაროთ მეორე ფენა, დავნამოთ, წავუსვათ კრემი, მოვასხათ მინანქარი და გავაფორმოთ მოხალული წვრილად დაჭრილი მიწის თხილით.
скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 29-10-2016, 23:42
ნანახია: 7 338
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама