Реклама
» » უგემრიელესი ნამცხვარი "ციყვი"/ugemrielesi namcxvari ''ciyvi''(კულინარია, რეცეპტები)

უგემრიელესი ნამცხვარი "ციყვი"/ugemrielesi namcxvari ''ciyvi''(კულინარია, რეცეპტები)

ეს ჰაეროვანი ნამცხვარი, რომელსაც "სინაზესაც" უწოდებენ, მე-20 საუკუნის განოყოფელი, უგემრიელესი ნაწილია, რომელიც ბევრ თქვენგანს ბავშვობის დაუვიწყარ დროს მოგაგონებთ და მის გემრიელ ტკბილ ხანაში დაგაბრუნებთ.

მომზადება:

200 გრ. შერბილებული კარაქი და 2 ჩაის ჭიქა შაქარი კარგად შეურიეთ ერთმანეთს, გათეთრებამდე. უმჯობესია ხელით მოზილოთ, კარაქი, რომ ძალიან არ გადნეს;

დაუმატეთ 6 კვერცხი რიგ-რიგობით. 200 გრამი მაწონი, ვანილი ,1ჩ, კ, სოდა და დაუმატეთ 2 ჩაის ჭიქა ფქვილი. შესაძლოა ფქვილი ცოტა მეტიც;

დასასხმელი ცომი უნდა გამოვიდეს სქელი, არაჟანივით;

გამოსაცხობ თუნუქის ფურცელზე დააფარეთ გამოსაცხობი ქაღალდი (მანამდე ცხიმი). დაასხით ცომი და გამოაცხვეთ. როცა გამოცხვება გააციეთ;

ბისკვიტი ჭიქით დაჭერით. დარჩენილი ნაკუწები დაფშვენით, ნამცხვარზე მოსაყრელად;
კრემი:

აადუღეთ 1 ლ/ რძე და გააგრილეთ;

ცალკე ათქვიფეთ კვერცხის 2 გული და 1 1/2 ჭიქა შაქარი. + 1 ჭიქა ფქვილი;

ეს მასა ნელ-ნელა ჩაუმატეთ შეგრილებულ რძეს;

დაბალ ცეცხლზე, გაზზე წამოადუღეთ, თან ურიეთ, არ მიგეწვათ;

როცა კრემი შესქელდება, წამოდუღდება, გამორთეთ და შეაგრილეთ;

ბოლოს შეათქვიფეთ 100 რამი კარაქი და ვანილი;

„ციყვის“ უკვე დაჭრილი მრგვალი ბისკვიტები შუაზე გაჭერით და კრემი წაუსვით. შეაერთეთ და ზემოდანაც და გვერდებიდანაც გადაუსვით კრემი. მოაყარეთ დაფშვნილი ბისკვიტი.

ძალიან გემრიელი და ფაფუკი გამოდის, ასე რომ, გემრიელად მიირთვით!скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 1-11-2016, 17:02
ნანახია: 24 285
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама