Загрузка...

Реклама
» » სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ torti ''chitis rze''(კულინარია, რეცეპტები)
loading...

სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ torti ''chitis rze''(კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

ფქვილი - 125 გ

კვერცხი - 3 ც.

შაქარი - 125 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

კაკაო - 8 ს.კ.



სუფლე:

ცილა - 5 ც.

ჟელატინი - 10 გ

შაქრის პუდრი - 300 გ

წყალი - 100 გ



მინანქარი:

შავი შოკოლადი - 150 გ

კარაქი - 100 გ
მომზადება:

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ფქვილი, სოდა და კაკაო. მოზილეთ ერთგვაროვნამდე და გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

ჟელატინი დაალბეთ 100 გ წყალში 10 წუთით. გააცხელეთ სრულ გახსნამდე და გააგრილეთ.

ცილები ათქვიფეთ მაგარ ქაფში. თანდათან დაამატეთ შაქრის პუდრი და თქვიფეთ კრემის სისქემდე. არ შეაჩეროთ თქვება და ისე დაამატეთ ჟელატინი.

გამომცხვარი ფენა გაჭერით 2 ნაწილად. ლანგარზე დადეთ ბისკვიტის ერთი ნაწილი (შეიძლება დანამოთ ლიქიორით), ზემოდან გაანაწილეთ სუფლე და დაადეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. შედგით მაცივარში სუფლეს შესქელებამდე.

მინანქარისთვის დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით ერთგვაროვნამდე გააცხელეთ კარაქი და შოკოლადი. გააგრილეთ. როცა სუფლე შესქელდება, გამოიღეთ ტორტი მაცივრიდან და მოასხით მინანქარი.
!скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 1 781
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული