Реклама
» » უგემრიელესი მანდარინის მაფინები /mandarinis mafinebi (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

უგემრიელესი მანდარინის მაფინები /mandarinis mafinebi (კულინარია, რეცეპტები)

საჭირო მასალა: 120 გ დარბილებული კარაქი, 100 გ შაქარი, 2 შეკვრა ვანილის შაქარი, 1 ცალი ლიმონი, 2 ცალი კვერცხი, 175 გ ფქვილი, 2 ს.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი, 4 ს.კ. რძე, 300 გ მანდარინის რბილობი, 75 გ შაქრის პუდრი, 1 ს.კ. დაფქული ფსტა.
მომზადება: შაქარი, კარაქი, ვანილის შაქარი და ლიმონის ცედრა კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი. ვთქვიფოთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა. დავუმატოთ ფქვილში არეული გამაფხვიერებელი, რძე და დაჭრილი მანდარინი (შეგვიძლია მანდარინი წინასწარ ბლენდერითაც დავაქუცმაცოთ). ცომი მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ მაფინის ფორმებში და 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. შაქრის პუდრი და ლიმონის წვენი ავურიოთ. მზა მაფინები შაქრის მინანქრითა და ფსტით მოვრთოთ.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 630
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული